ერეკლე მეორის საზოგადოება

სამამულო ომის მონაწილე, რუსეთის საპატიო მოქალაქე – ისაკ ედიშერაშვილი ერეკლე მეორის საზოგადოებაში გაწევრიანდა

Wednesday Oct 21, 2009

 
 
 
 
         ერეკლე მეორის საზოგადოება ეხმაურება ვეტერანებს, იმ დამსახურებულ ადამიანებს, რომლებმაც დამსახურებულად იღვაწეს საქართველოს განვითარებისთვის და საკუთარი წვლილი შეიტანეს მისი ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაში.
სწორედ ამ მიზნით გვეწვია  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რუსეთის საპატიო მოქალაქე – ისაკ ედიშერაშვილი. იგი სწორედ ის ადამიანია, ვისაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაში და რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს ქართულ საზოგადოებას.
            ისაკ ედიშერაშვილი 1923 წლის 27 მარტს დაიბადა. ”როდესაც II მსოფლიო ომი  დაიწყო, მე  X  კლასის მოსწავლე ვიყავი. იმავე წელს ჩემი ძმა გაიწვიეს ფრონტზე, 2 თვის შემდეგ კი მისი დაღუპვის დეპეშა მივიღეთ. მე მოვითხოვე მოხალისედ წასვლა, რათა შემეცვალა ჩემი ძმა, მეც მებრძოლა ისე, როგორც ჩემი ძმა ბრძოლობდა, მაგრამ არ წამიყვანეს, პატარა ვიყავი მაშინ”. – გვითხრა ბატონმა ისაკმა.
            1942 წლის შემოდგომაზე ბაქოს სამხედრო პოლიტიკურ სასწავლებელში გააგზავნეს სასწავლებლად. სულ რამდენიმე დღე მოუწია სწავლა, რადგან მტერი ქალაქ ორჯონიკიძეს მიუახლოვდა და  მთავარსარდლის ბრძანებით სასწავლებელი მალევე დახურეს. ბატონი ისაკი ჩრდილოკავკასიის ფრონტზე სოფელ გიზელში ჯერ მემიზნედ განამწესეს, რამდენიმე [...]


სტუმრად ხალხთა მეგობრობის სიმბოლოსთან

Wednesday Sep 23, 2009

 

    
ირაკლი ყანდარელი ერეკლე მეორის აზოგადოებაში გაწევრიანდა
  ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები გორში ირაკლი ყანდარელს ესტუმრნენ. ეს ამაგდარი ადამიანი 86 წლისაა და მთელი ცხოვრება სამშობლოს კეთილდღეობისთვის იბრძოდა–გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი 25 წელიწადია საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა. მან გმირულად განვლო გზა კავკასიიდან პრაღამდე.
  ირაკლი ყანდარელი 1923 წელს დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ფრონტზე მოხალისედ გაემგზავრა. იგი თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირად შემადგენლობაში ჩარიცხეს.
  1942 წლის ივლისში გერმანელების სამთო რაზმმა ,,ედელვაისმა” გადმოლახა სანჩაროს უღელტეხილი რიწის ტბის მახლობლად. სასწავლებლის მთლიანი შემადგენლობა გადაიყვანეს შავიზღვისპირეთში, სადაც დაიკავეს გაგრა-ბზიფის მონაკვეთი, რათა არ დაეშვათ მტრის დესანტის გადმოსვლა სანაპიროზე და არ გაეშვათ მოწინააღმდეგე  შავი ზღვისკენ.
  – პირველად აფხაზეთში შევხვდი გერმანელებს. სოფელ ფსხუს განთავისუფლებაში ვმონაწილეობდი,–ამბობს ბატონი ირაკლი,–გერმანელები მთლიანად გავდევნეთ ამ სოფლიდან. 25 სექტემბერს 67 წელი შესრულდა, რაც ჩვენ გავანადგურეთ გერმანელები აფხაზეთში. კავკასიისთვის ბრძოლაში დიდი როლი შეასრულა თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირადმა შემდგენლობამ.
  შემდეგ იყო უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლება:
  – 9 მაისს უკვე პრაღაში ვიყავით და ჩეხეთის დედაქალაქი გავათავისუფლეთ,–ამბობს ბატონი ირაკლი–საქართველოსა და ჩეხეთის კულტურის [...]


კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის

Tuesday Sep 15, 2009

   რუსეთში 25 წელია ვცხოვრობ. მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ კათედრაზე დავრჩი სამუშაოდ, ხოლო მოგვიანებით ჩელიაბინსკში გადავედი, სადაც დღემდე ვცხოვრობ; ვარ მეწარმე და ლექციებს ვკითხულობ უმაღლეს სასწავლებელში. გასულ კვირას პეტერბურგში ვიყავი მივლინებით. იქ შემთხვევით შევხვდი მეგობარს ალტაიდან.  ამ შეხვედრამ სასიამოვნოდ გამაოცა. როგორც გაირკვა, იგი ალექსანდრე ნეველის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებად იყო ჩამოსული, რადგან ერთ-ერთი ლაურეატი შუკშინის მუზეუმი გახდა. მე პირველად გავიგე, რომ ალექსანდრე ნეველის ლიტერატურული პრემია ხუთი წლის წინათ დაარსდა ღია სააქციო საზოგადოება ,,ტალიონის” გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ებრალიძის, და რუსეთის მწერალთა კავშირის ინიციატივით. ქართული გვარის გაგონებისას ამ პრემიის ისტორიით დავინტერესდი. მეგობარმა ხალისით მომითხრო მის შესახებ.
ალექსანდრე ნეველის პრემიის მიზანია რუსეთის ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება და მხარდაჭერა. ის დაფუძნდა ისტორიულ თემაზე შექმნილი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებების პოპულარიზაციისათვის, რომლებშიც აღწერილია ისტორიულ პირთა როლი და ადგილი, ასევე მათი გმირული ქმედებები. ალექსანდრე ნეველის პრემიის არსებობის ხუთი წლის განმავლობაში კონკურსზე 700-მდე ისტორიული ნაწარმოები იყო წარდგენილი. პრემიის ნომინანტები და ლაურეატები გახდნენ ავტორები რუსეთიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, [...]


პანაშვიდი ერეკლე მეორის საფლავთან

Saturday Sep 12, 2009

 

პანაშვიდი ერეკლე მეორის საფლავთან
 
 
   10 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევიდან 214 წელი შესრულდა. საქართველო ამ ომში დამარცდა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი.
მძიმე ჟამი ედგა საქართველოს. მას უწევდა არა მხოლოდ აღა-მაჰმად-ხანთან და მთელ მაჰმადიანურ სამყაროსთან გამკლავება, არამედ ლეკთა თარეშის მოგერიებაც. დღეს მავანნი იოლად სჯიან დიდი მეფის ამ ნაბიჯს, ერთი რამ კი ცხადია, საქართველო მაშინ გადარჩა!
იგივეს ფიქრობს ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე, ბატონი არჩილ ჭყოიძე. მისი ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს.
- მცხეთაში პანაშვიდს  ახალგაზრდობა დაესწრო. მათ უნდა გაიგონ, ვინაა ერეკლე ||, დავით აღმაშენებელი, 300 არაგველი, ვინა ვართ, საერთოდ, ქართველები და საიდან მოვდივართ.
ჩვენ, როგორც მართლმადიდებლებს, გვევალება დიდ წინაპართა მოხსენიება. ახალმა თაობამ მაგალითი იმ დიდი ქართველი გმირებისგან უნდა აიღოს, რომელთაც საქართველო დღემდე მოიყვანეს, – გვითხრა არჩილ ჭყოიძემ.
იმ დღესვე ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებმა გვირგვინით შეამკეს 300 არაგველის მემორიალი თბილისში.

   
 
 


ანანური–უფლის წინაშე ყველა ცოცხალია

Saturday Sep 12, 2009

 

 
 
 
 
 ანანური
2009  წლის 8 აგვისტოს ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები დილიდან საზოგადოების ოფისში შეიკრიბნენ. მათ სინანული გამოთქვეს გასული წლის აგვისტოს თვეში საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების გამო. საზოგადოების წევრებმა – ქართველებმა, რუსებმა, ოსებმა, ბერძნებმა, სომხებმა, ბულგარელებმა და სხვა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ჩატეხილი ხიდის აღდგენა, და მხოლოდ მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით. შეხვედრის შემდეგ საზოგადოების წევრები და მათი მხარდამჭერები ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაემგზავრნენ, სადაც მამა ნეოფიტმა გადაიხადა პანაშვიდი ყველა დაღუპულისთვის, მათი ეროვნებისა და მოქალაქეობრიობის მიუხედავად. პანაშვიდის შემდეგ რამდენიმე შეკითხვით მივმართე ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს, არჩილ ჭყოიძეს.
როგორ შეაფასებთ ხუთდღიანი ომის წლისთავს? რამ განაპირობა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვა?
მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს არ დაუკარგავს, თუმცა ამ ჭრილობების მოშუშებას დიდი დრო დასჭირდება. რაც შეეხება მოცემულ ისტორიულ ეტაპზე ამ ტერიტორიების დაკარგვას, მას მრავალი მიზეზი აქვს, როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებით გამოწვეული. გარე ფაქტორებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ხოლო რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, სამხრეთი ოსეთი ჩვენ მაშინ [...]


სევდიანი 9 მაისი კუკიის ძმათა სასაფლაოზე

Friday May 15, 2009

   ფაშიზმზე გამარჯვების 64-ე წლისთავზე ერეკლე მეორის საზოგადოებამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა: გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის ძეგლის გვირგვინით შემკობა, გორში სტალინის ძეგლის გვირგვინით შემკობა და ბოლოს, კუკიის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ მებრძოლთათვის პატივის მიგება და პანაშვიდის გადახდა.
გამარჯვების პარკში ერეკლე მეორის საზოგადოება შეუერთდა “ისტორიული მემკვიდრეობის” ფონდის მიერ ორგანიზებულ “გიორგის ბაფთის” აქციას.  ომის ვეტერანები ხალისით იბნევდნენ მკერდზე ბაფთებს და თვალცრემლიანი ლოცავდნენ ახალგაზრდა აქტივისტებს.
გორში, სტალინის ძეგლთან, ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებს მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი დახვდა.  ამ დღეს აქ ცოტა რამ მიუთითებდა იმაზე, რომ მისი ხელმძღვანელობით შეძლეს საბჭოთა კავშირის ხალხებმა ფაშისტური ჭირის დამარცხება.
ყველაზე სევდიანი მაინც კუკიის ძმათა სასაფლაო აღმოჩნდა.  ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ ჭყოიძეს სწორედ აქ შევხვდით.
- ტრადიციის თანახმად, ჯერ ვაკის პარკში ომის ვეტერანთა ზეიმს შევუერთდით და ჩვენი წინაპრები დავაფასეთ.  ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი კი დილიდან გაემგზავრა გორში. ახლა კი კუკიის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულებს მივაგებთ პატივს. მამა დავითი პანაშვიდს ჩაატარებს – აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის თხუთმეტი რესპუბლიკის 400-ზე მეტი ადამიანი განისვენებს. ისინი, დაჭრილები, ჩვენთან ჰოსპიტალში დაიღუპნენ. [...]


ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის, ა. ჭყოიძის გამოსვლა პრესკონფერენციაზე 2009 წლის 28 აპრილს

Wednesday Apr 29, 2009

   
      დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ სამი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რათა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია საქართველოში დაგეგმილი ნატოს საშტაბო წვრთვნებთან დაკავშირებით. მე წარმოვადგენ ერეკლე მეორის საზოგადოებას. აქ ბრძანდება ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილი (სახალხო დიპლომატიის, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის) ხელმძღვანელი და ბატონი ვალერი კვარაცხელია (ქართულ-რუსული მეგობრობის ცენტრის) ხელმძღვანელი.
ნება მომეცით ორიოდე სიტყვით გაგაცნოთ ერეკლე მეორის საზოგადოების და პირადად ჩემი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოს წვრთვნები ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი და ვერ შევცვლითო. ეს გარკვეულ თავის მართლებას უფრო ჰგავს ამ წვრთნების მოწინაამღდეგეთა წინაშე. მაგრამ ამ ერთ წელიწადში ჩვენ გადავიტანეთ ომი, ეს ის ომია, რომელზედაც მრავალი კომენტატორი მიუთითებდა, მათ შორის დასავლეთის პრესაშიც, რომ ეს იყო ამერიკისა და რუსეთის ომი საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ომის შედეგად დაიხოცა არა ნატოს წევრის ქვეყნების, არამედ საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობა და სამხედრო მოსამსახურეები. ამგვარი თავზარდამცემი ტრაგედიის შემდეგ, ნატოს საქართველოსთვის თუ მართლაც სიკეთე სურდა, უმჯობესი იყო ამოსუნთქვის საშუალება მიეცა მისთვის, ხელი შეეწყო რუსულ-ქართული დიალოგისთვის და დახმარებოდა ამ ქვეყნებს [...]


გაზეთის პრეზენტაცია – ,,ერეკლეს გზა”

Monday Mar 9, 2009

  ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის გამოსვლა გაზეთის – “ერეკლეს გზა” – პირველი ნომრის პრეზენტაციაზე
 
2009 წლის 4 მარტი, თბილისი

ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციიდან ზუსტად ორი თვე გავიდა და დღეს უკვე აქ შევიკრიბეთ, რათა წარმოგიდგინოთ ერეკლე მეორის საზოგადობის გაზეთის პირველი ნომერი. როგორც ხედავთ, გაზეთის სახელწოდებაა “ერეკლეს გზა”. ეს სახელწოდება ძალზე სიმბოლურია და იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი საზოგადოების უმთავრეს მიზანს, კერძოდ, საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებაში ჩრდილოეთის ვექტორის გათვალისწინების აუცილებლობას.
 
სანამ უშუალოდ გაზეთის როლსა და ფუნქციაზე ვისაუბრებდე, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ვანდალურ ფაქტზე, რომელიც განხორციელდა გაზეთის “საქართველო და მსოფლიო” რედაქციის წინაამღდეგ. ამა წლის 26 თებერვალს უცნობმა პირებმა დაარბიეს რედაქციის ოფისი და გაიტაცეს კომპიუტერები. ჩვენმა საზოგადოებამ დაგმო ეს ქმედება და იმედი გამოხატა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ობიექტურად გამოიძიებენ ამ დანაშაულს.

სიტყვის, აზრის და პრესის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია კონსტიტუციით და იმ მრავალი კონვეციითა და პაქტით, რომელთა მონაწილე მხარესაც საქართველო წარმოადგენს. არსებობის უფლება აქვს ნებისმიერ აზრს და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გაზეთის რედაქციაზე თავდასხმა ამ თავისუფლებათა [...]