ერეკლე მეორის საზოგადოება

მარვალეროვანი საქართველო 01.09.10

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო,
გილოცავთ წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს. უფალი გფარავდეთ თქვენ და ჩვენს სამშობლოს, ღვისმშობლის წილხვედრ საქართველოს.

გავუადვილოდ ქართველებს რუსული ენის შესწავლა
<object width="480" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/C-svrpUNKIQ?fs=1&hl=en_US"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/C-svrpUNKIQ?fs=1&hl=en_US" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>

სვაბოდნაია გრუზია 12.08.10

ფიქრები მოუშუშებელ ჭრილობაზე
ერეკლე მეორის ორგანიზაციის შექმნა გარკვეულწილად იმ ავბედით 8 აგვისტოსთანაცაა დაკავშირებული, რომელმაც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს უკანასკნელი საყრდენი გამოაცალა.  გასული წლის 8 აგვისტო ჩვენ ამ დღის გახსენებით დავიწყეთ.  შემდეგ კი ანანურში გავემგზავრეთ (იხ. http://erekle-2.ge/?p=179, “ანანური – უფლის წინაშე ყველა ცოცხალია”).  წელსაც იგივეს გავაკეთებთ, ოღონდ ჩუმად და უხმაუროდ, რადგან ერთმა წელმა არც სასიკეთო და არც სახმაურო არაფერი მოგვიტანა.

ფუტკრის სკებივით სიმეტრიულად განლაგებული დევნილთა სახლები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს აქ რაღაც ფილმს იღებენ, სადაც მთავარი გმირი არის ხალხი, რომელიც სხვებისგან განსხვავდება, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება რაღაც ძალას, რომელსაც არ გააჩნია პროტესტის გრძნობა და უხმოდ მიჰყვება დინებას.  რაღაცით მართლაც ჩამოგავს არქიფო სეთურის სოფელს, მით უმეტეს, რომ აქაც, არქიფოს სახლივით, ყველგან გამოირჩევა სიდიდითა და სიკაშკაშით პოლიციის შენობა.  როდესმე ვინმე დიდი მწერალი და დიდი რეჟისორი ამ სიტუაციაზე ისეთივე შედევრს შექმნის, როგორიც თენგიზ აბულაძის “მონანიებაა”. თუმცა უნდა ითქვას, რომ სულიერი და ფსიქოლოგიური განწყობის თვალსაზრისით მდგომარეობა არც დანარჩენ საქართველოშია უკეთესი.  ეს კი, თავის მხრივ, ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე სწრაფი და დაუნდობელი მოვლენების გამოძახილია.

ამ ერთი წლის განმავლობაში კი ის შეიცვალა, რომ გამოქვეყნდა ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც ძლიერ წააგავს ქართულ გამოთქმას – არც მწვადი დაიწვა და არც შამფური.  ომი ჩვენ დაგვიწყია, ხოლო რუსებს არაპროპორციული ზომები მიუღიათ.  თუ ამ დასკვნას ჩავუღრმავდებით, ჩვენ აგრესორები გამოვდივართ, ხოლო რუსები – ოკუპანტები.  სინამდვილეში არც ერთია მართალი და არც მეორე.  ზემოაღნიშნულ პუბლიკაციაში (ანანური – უფლის წინაშე ყველა ცოცხალია) ვწერდი, რომ დღევანდელი ხელისუფლების სულსწრაფობამ საკუთარ ხალხთან კვლავ აგრესორად გამოგვაჩინა და რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა, ან რა დასკვნას დაწერს ამ ომის შესახებ ტალიავინი, ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია.  კაცი გადამთიელს რომ “უყვარს” და ამ დროს საკუთარ ძმებთან უბრადაა, არც ამ კაცის სიმართლეა სანდო და არც იმ გადამთიელის სიწრფელე.

საქართველოს მძიმე დღე დაუდგა არა 2008 წლის 8 აგვისტოს (ეს იყო ფინალი), არამედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ძალებმა (დღეს მათი უმრავლესობა კრიტიკულად აფასებს საკუთარ ნაბიჯს, მაგრამ გვიანია) ცხინვალისკენ აიღეს გეზი პირველი სერიოზული ბზარი გააჩინეს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში.  8 აგვისტო კიდევ ერთი შეცდომა იყო, რამაც რუსეთისაგან ღია შეიარაღებული ჩარევა გამოიწვია. რუსეთი, როგორც მედიატორი და სამშვიდობოებზე მთავარი პასუხისმგებელი მხარე მოვალეც იყო ჩარეულიყო და ხელი შეეწყო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ კონფლიქტის ზონის ფარგლების დარღვევა და სამხრეთ ოსეთის (რიკოშეტით – აფხაზეთისაც) დამოუკიდებლობის აღიარება შეცდომა რომ იყო, ამის შესახებ თვით რუსი საზოგადო მოღვაწეებისგან გამიგია.

ერთხელ ერთმა გონიერმა ადამიანმა ჩუმად ჩაილაპარაკა – ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელიო, და კინაღამ ჩაქოლეს.  არა და მართლაც გვაქვს მოსახდელი ბოდიში, ოღონდ ხალხთან, და არა სეპარატისტ ლიდერებთან.  ოს ხალხსაც მართებს დაფიქრდეს რა მოხდა, როგორ გაიმეტეს ერთმანეთი სასიკვდილოდ ორმა ხალხმა, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ.  განა ვინმეს აუწონავს რამდენი ოსური სისხლი ჩქეფს იმ ადამიანებში, რომლებიც თავს ქართველად მიიჩნევს და პირიქით?! თუ იქნებ დავივიწყოთ ყველაფერი, დავით სოსლანის ჩათვლით და მართლაც 2005 წლიდან დავიწყოთ საქართველოს ისტორია, ყველაფერი დანარჩენი კი ისე დავისწავლოთ, როგორც ღრმად პატივცემული ისტორიკოსი, ბატონი სვიმონ მასხარაშვილი დაგვიწერს?! (სხვათა შორის, ბატონმა მასხარაშვილმა ტელეინტერვიუში თქვა, რომ არ იცნობს ვინ არის არჩილ ჭყოიძე, არა და ასეთივე ინტერვიუებში ორჯერ გაგვლანძღა მთელი ორგანიზაცია, კრემლის და ,,ეფესბეს” აგენტები გვიძახა, ისე რომ – არ გვიცნობდა. ღმერთმა ყველა თავისი სიმართლის ატაროს!).

არაკეთილმოსურნე ძალების მცდელობის მიუხედავად, ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება.  დრო ყველაფერს კურნავსო ნათქვამია – ან კურნავს, ან კლავს.  ერთი კი ცხადია, რომ დრო აუცილებლად შეარიგებს რუსებს, ქართველებსა და ოსებს, სამ მართლმადიდებელ ერს.  ისინი თავად გამონახავენ საერთო ენას ერთმანეთთან სხვა ზესახელმწიფოების თუ სახელმწიფოთაშორისი დაწესებულებების ჩარევის გარეშე.  8 აგვისტომ (და 8 აგვისტომდეც) ძირითადად მხოლოდ ამ სამი ერის შვილები შეიწირა და მისი მოგვარებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ.  ყველა სხვა შემთხვევაში მიღწეული სტაბილურობა არასაიმედო და არამყარი იქნება.

ყველაზე დიდი რესურსი ქართველების, რუსებისა და ოსების შერიგებისა ჩვენს საერთო სარწმუნოებაშია, რომლის დასაცავადაც სამივე ერს ზღვა სისხლი აქვს დაღვრილი. თუმცა ამ რესურსზე მითითება ისევე აღიზიანებს ჩვენს ხელისუფლებას, როგორც წითელი ბაირაღი კორიდის ხარს.  ამ რესურსზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ეპარქიებს საქართველოს დედა ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში აღიარებს.

ახლახანს ევრაზიის მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ მზადაა დაეხმაროს ქართულ და ოსურ სამოქალაქო ორგანიზაციებს ერთამანეთთან დიალოგის დაწყებაში.  განცხადებაში კერძოდ ნათქვამი იყო: “ჩვენ მიგვაჩნია, რომ საწყის ეტაპზე ორივე მხარეს შეიძლება მოიძებნოს სამოქალაქო ორგანიზაციები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ერეკლე მეორის საზოგადოება და დავით სოსლანის საზოგადოება, რომლებიც არასოდეს გამოსულან ერთურთის წინააღმდეგ და დელიკატური და ურთიერთმისაღები მეთოდებით ცდილობდნენ საერთო ენის გამონახვასა და ადრინდელი ურთიერთობების აღდგენას საერთო კეთილდღეობის მიზნით”. ჩვენთვის ეს იმედისმომცემი განცხადებაა, და რა თქმა უნდა მზად ვართ შევხვდეთ ჩვენს ცხინვალელ კოლეგებს ცხინვალში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელსაც ჩვენი მეგობრები შემოგვთავაზებენ ევრაზიული მოძრაობიდან (იხ. http://erekle-2.ge/?p=179).  იმთავითვე უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტი მაინც ოფიციალური დიალოგია, თუმცა სახალხო დიპლომატია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელიც ამისთვის ნიადაგს მოამზადებს.

ადრეც მითქვამს, და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს დაპირისპირება იყო უდიდესი შეცდომა მასში ჩართული ყველა მხარისთვის.  ახლა კი ის იქნება უფრო გონიერი, რომელიც პირველი გაუწვდის შერიგების ხელს მოწინააღმდეგეს. უფლის წყალობაც მას მეტი მიეცემა.

არჩილ ჭყოიძე

ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე

2010 წლის 8 აგვისტო

თბილისი

ტრაქტატი, რომელმაც საქართველო განადგურებას გადაარჩინა…
,,რია-ნოვოსტის” თბილისის ოფისში ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ და საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ხელშეწყობით, გაიმართა ბროშურის “სახე ფიცისა – გეორგიევსკის ტრაქტატი” წარდგენა. ეს ღონისძიება ორგანიზატორებმა გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს დაამთხვიეს.

“გეორგიევსკის ტრაქტატის” სახელწოდებით ცნობილ ხელშეკრულებას რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს), ჩრდილოეთ კავკასიაში, გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში მოაწერეს ხელი.

“სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები ზოგჯერ რთული ბედის აღმოჩნდებიან ხოლმე.  დროისა და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვალებადობა ხშირად იწვევს ხელშეკრულებათა ცვლილებას, გაუქმებას (თანამედროვე ენით, დენონსაციას), ნაწილობრივ გაუქმებას, აღზევებას, დაგმობას და ა.შ.  გეორგიევსკის ტრაქტატი ამ მხრივ მართლაც უნიკალურია.  მან ეს ყველაფერი გამოიარა და მის მიმართ ოფიციალური მოსკოვისა და თბილისის დამოკიდებულება ალბათ კიდევ მრავალჯერ შეიცვლება, იმავე პოლიტკონიუნქტურის ცვლილების გამო (ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, ასეთია ევოლუციის კანონი).  მაგრამ ვერაფერი შეცვლის ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთდამოკიდებულებას, რაშიც ჭეშმარიტად ისტორიულ როლს გეორგიევსკის ტრაქტატი ასრულებს, თუმცა ორი ერთმორწმუნე ერის დაახლოების ისტორია სათავეს ჯერ კიდევ შორეული მე-12 საუკუნიდან იღებს” – ასე იწყება ბროშურისადმი რედაქტორის, არჩილ ჭყოიძის მიერ წამძღვარებული კომენტარი.

ბროშურა გამოიცა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის მხარდაჭერით.  დამსწრეთ მიესალმა და ბროშურის გამოცემის იდეის შესახებ ესაუბრა ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე, არჩილ ჭყოიძე. პრეზენტაციაზე გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა გივი ბაქრაძემ, ცნობილმა მთარგმნელმა, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის პასუხისმგებელმა რედაქტორმა გურამ გოგიაშვილმა და პუშკინის საზოგადოების თავმჯდომარემ, გაზეთ “მრავალეროვნული საქართველოს” რედაქტორმა, მიხეილ აიდინოვმა. “ეს ბროშურა არ არის რუსეთისადმი გაკეთებული რევერანსი.  ეს არ არის ტრაქტატის დღის აღნიშვნა.  ეს არის შეხსენება ქართული და რუსული საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს და რუსეთს მტრობის გარდა დიდი მეგობრობა და სიყვარულიც აკავშირებს.  არც ერეკლე მეორის საზოგადოება და არც საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი პრორუსული ორგანიზაცია არაა, და არც პროქართული – რადგან ასეთი გამოთქმა არასწორია.  ჩვენ ქართული ორგანიზაციები ვართ, და სწორედ საქართველოს ტკივილი გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვეძებოთ გზები რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღსადგენად. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, როდესაც მეტ პოზიტიურს გავიხსენებთ და სხვასაც გავახსენებთ. სწორედ ასეთი პოზიტიური იყო ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გეორგიევსკის ტრაქტატი.  თქვენ ყველას გაქვთ ბროშურა და ნება მომეცით თქვენი ყურადღება მივაქციო ბოშურის პოსკრიპტუმს (პოსტსკრიპტუმი: ვიკიპედია კომენტარის დასაწყისში ტყუილად არ არის ნახსენები.  გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები იქ ყველაზე მუქი ფერებითაა დახატული.  ჩვენ კი უმჯობესია მისი გრძელვადიანი შედეგების შეფასებაში ილია ჭავჭავაძეს ვენდოთ.  აი რას წერდა იგი თავის პუბლიცისტურ ნარკვევში “ასის წლის შემდეგ”:  ”დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან, მშვიდობამ ხალხს შეუქმნა სამეურნეო წინსვლის შესაძლებლობა, ინტენსიურად წარიმართა ქართული მოსახლეობის მომრავლება”).  ჩვენ ილია ჭავჭავაძის მხოლოდ სურათი კი არ უნდა გვეკიდოს კედელზე, არამედ მისი უნდა გვესმოდეს – ყურითაც და გულითაც” – ასე დაასრულა თავისი გამოსვლა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორმა, ნანა ჯაფარიძემ.

შეხვედრის შემდეგ ბატონ არჩილ ჭყოიძეს გავესაუბრეთ.

- მე-18 საუკუნის ბოლო საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო, უფრო მეტიც, მას ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში საქართველოდ აღარ იხსენიებდნენ. იყო ქართ-კახეთის სამეფო, ხან ერთად, ხანაც ცალ-ცალკე, იყო იმერეთის სამეფო, რომელსაც 150 წლის განმავლობაში დედაქალაქი ქუთაისი დაკარგული ჰქონდა. მისი დაბრუნება 1770 წელს ტოტლებენის დახმარებით მოხერხდა. ასევე, ცალკე იყო დადიანების – სამეგრელოს სამთავრო, ოსმალების აბსოლუტური გავლენის ქვეშ, აჭარა თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი, და ვერავინ უარყოფს, რომ ეს ტერიტორია საქართველომ რუსების დახმარებით 300 წლის შემდეგ დაიბრუნა.

ამ ტრაქტატის მეშვეობით საქართველო რუსეთის იმპერიაში შედიოდა, და ორ გუბერნიად გაერთიანებულ ქვეყანას აფხაზეთი, აჭარა, ახალციხე, ახალქალქი, ბორჯომი, ასპინძა დაუბრუნდა. დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამეფოები კი არ გვქონდა, არამედ გაერთიანებული საქართველო.   რომ არ დაედო ერეკლე II-ეს ეს ტრაქტატი, რუსეთი რას იზამდა? ის მზარდი იმპერია იყო და ჩვეულებრივად დაიპყრობდა საქართველოსაც.  დაპყრობილ ტერიტორიებს რუსეთი საქართველოს კი აღარ შემოუერთებდა, არამედ რუსულ ოლქებად ან გუბერნიებად აქცევდა. ეს არის სწორედ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული ნაბიჯის გენიალობა. მან შეძლო ტრაქტატში ზუსტად იმ პუნქტის ჩადება, რომლის მიხედვითაც ყველა ძველქართულ მიწებს დაუბრუნებდა რუსეთი საქართველოს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაარჩინა, – აღნიშნა არჩილ ჭყოიძემ.

ბროშურაც “სახე ფიცისა – გეორგიევსკის ტრაქტატი” საქართველოსთვის სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ნატა ნიბლაძე

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

4 აგვისტო – გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღე
“ხელშეკრულება ქართლისა და კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მიერ რუსეთის მფარველობისა და უზენაესი ხელისუფლების აღიარების შესახებ” ფართო საზოგადოებისთვის “გეორგიევსკის ტრაქტატის” სახელწოდებითაა ცნობილი, რადგან რუსეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა, 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს), ჩრდილოეთ კავკასიაში, გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში მოაწერეს მას ხელი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ქართლ-კახეთის სამეფო “რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა” – ასე წერია ვიკიპედიაში, რომელიც დღეს ყველაზე ფართოდ გამოიყენება ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები ზოგჯერ რთული ბედის აღმოჩნდებიან ხოლმე.  დროისა და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვალებადობა ხშირად იწვევს ხელშეკრულებათა ცვლილებას, გაუქმებას (თანამედროვე ენით, დენონსაციას), ნაწილობრივ გაუქმებას, აღზევებას, დაგმობას და ა.შ.  გეორგიევსკის ტრაქტატი ამ მხრივ მართლაც უნიკალურია.  მან ეს ყველაფერი გამოიარა და მის მიმართ ოფიციალური მოსკოვისა და თბილისის დამოკიდებულება ალბათ კიდევ მრავალჯერ შეიცვლება, იმავე პოლიტკონიუნქტურის ცვლილების გამო (ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, ასეთია ევოლუციის კანონი).  მაგრამ ვერაფერი შეცვლის ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთდამოკიდებულებას, რაშიც ჭეშმარიტად ისტორიულ როლს გეორგიევსკის ტრაქტატი ასრულებს, თუმცა ორი ერთმორწმუნე ერის დაახლოების ისტორია სათავეს ჯერ კიდევ შორეული მე-12 საუკუნიდან იღებს.

გეორგიევსკის ტრაქტატის გარშემო ვნებათაღელვა მის ოფიციალურ გაფორმებამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება.  ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისა” ამის შესანიშნავი დადასტურებაა.  მასში მხატვრულადაა შეფასებული ერეკლე მეფის გადაწყვეტილების მრავალწახნაგოვნება.  სოლომონ ლიონიძე, რომელიც პოემაში მეფეს ეწინააღმდეგება და ურჩევს არ აიღოს რუსეთზე ორიენტაცია, ეკატერინე II-ის გარდაცვალების გამო ახალ იმპერატორს უგზავნის ბარათს (“მიმართვა პავლე პირველისადმი”), რომელიც ქართული ეპისტოლარული მჭერმეტყველების კლასიკურ ქმნილებადაა აღიარებული.

რუსეთთან “სამეგობრო შეთანხმების” გაფორმებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მოღვაწეები – ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და მრავალი სხვა, თუმცა იმავდროულად მკაცრად აკრიტიკებდნენ ცარიზმის მანკიერ მხარეებს.  გამონაკლისი არც მე-20 საუკუნე აღმოჩნდა.  გეორგიევსკის ტრაქტატი დაგმო და ჯერ კაიზერის გერმანიასთან, ხოლო შემდეგ ბრიტანელებთან “მოკავშირეობის” ძებნა დაიწყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ (პარადოქსულია, რომ მათი უმრავლესობა რუსეთის იმპერიის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო და ტრაქტატისთვის დითირამბებიც ჰქონდათ მიძღვნილი).  საბჭოთა პერიოდის საქართველოს ხელისუფლება ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდა–უდიდესი პომპეზურობით აღინიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი.  მაშინ ხომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. გეორგიევსკის ტრაქტატსა და რუსეთ-საქართველოს ძმობას უმღერდნენ ქართველი და რუსი პოეტები და კომპოზიტორები.

გასული საუკუნის ბოლოს, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველივე დეკადაში, საქართველომ რუსეთისაგან რადიკალური შემობრუნება დაიწყო და ტრაქტატის ავკარგიანობის თემა კვლავ აქტუალური გახდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს გერბზე წმინდა გიორგი პირით დასავლეთისკენ გამოსახეს (რაც ქართული ხატწერისთვის თითქმის სრულიად უჩვეულოა), გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოს უბედურების სიმბოლოდ იქცა, თუმცა არავის გახსენებია, რომ ერეკლე მეორე, სანამ რუსეთს სთხოვდა მფარველობას, დიდხანს ეაჯებოდა ევროპას ყურადღება მიექცია ძალზე საინტერესო გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის და მას ვაჭრობის განვითარებისთვის საინტერესო პროექტებს სთავაზობდა.

ქართველი მკითხველი, განსაკუთრებით ინტერნეტის მოყვარულები, ამ მართლაც ჯადოსნური ქსელის ლაბირინთებში ადვილად იპოვნიან სხვადასხვა გემოვნების მქონე ავტორთა შეხედულებებს გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ, თუმცა თვით ტრაქტატის ქართული ტექსტი (ხელი მოეწერა ხელშეკრულების რუსულ ვერსიას) ძნელად ხელმისაწვდომია.

სწორედ ამ ვითარებამ გადაგვაწყვეტინა ქართულ და რუსულ ენებზე გამოგვექვეყნებინა ხელშეკრულების ტექსტი (http://erekle-2.ge/?p=1627).  ქართველი მკითხველისთვის ზედმეტი არ იქნება კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი დოკუმენტს, რომელიც სამართლიანადაა აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესანიშნავ ნიმუშად, სადაც სკურპულოზურადაა დაცული ყველა კონვენციური ნიუანსი.  საგულისხმოა, რომ ევროპელი დიპლომატები და ისტორიკოსები იმთავითვე დაინტერესდნენ ტრაქტატის ხასიათით.  უკვე მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ხსენებულ ხელშეკრულებას “უდიდესი პოზიტიური მნიშვნელობა” ჰქონდა ქართველი ერის გადარჩენისათვის.  ამის თაობაზე ვრცლად წერდა ბრიტანელი დიპლომატი რ. კერ-პოტერი.  მსგავს შეფასებას აკეთებდნენ მრავალრიცხოვანი უცხოელი მოგზაურები და დამკვირვებლები.  ისინი ხაზგასმით მიუთითებდნენ თბილისის, როგორც კულტურული და სავაჭრო ცენტრის განუხრელ კეთილმოწყობასა და განვითარებაზე.  ფრანგი კონსული შევალიე გამბუ შენიშნავდა, რომ ევროპისაგან მოწყვეტილი და გარეშე თავდასხმებით შევიწროებული საქართველო ვერასოდეს შეძლებდა “გამხდარიყო ხელსაყრელი გარემო ვაჭრობის განვითარებისთვის.  მაგრამ რუსეთის შემოსვლის შემდეგ, რამაც უზრუნველყო გარეშე საფრთხეებისაგან საიმედო დაცვა და შიდა მმართველობის მოწესრიგება, სამეურნეო საქმიანობა საქართველოში და მთლიანად კავკასიაში საგრძნობლად გამოცოცხლდა”.

ასეთივე შეფასებებს აკეთებდნენ ინგლისელი მოგზაურები ჯონ აშერი, გეორგ დიტსონი, როლანდ ლაიელი და სხვები.  ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებულნი მეთვრამეტე საუკუნის ქართულ სამეფო-სამთავროთა სავალალო მდგომარეობის შესახებ, და ამდენად, სამართლიანად განსჯიდნენ მეფე ერეკლე მეორის მიერ გამოხატულ ინიციატივას რუსეთთან სამოკავშირეო ტრაქტატის დადების თაობაზე.

სამწუხაროდ ისტორია ზუსტ მეცნიერებათა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა ისტორიული სიმართლე ზოგჯერ გადამწყვეტ როლს ასრულებს ერებისა და ქვეყნების ბედისწერაში. უბედურებაა ნებისმიერი კონფლიქტი, ომი და სისხლისღვრა, მითუმეტეს, _ ერებს შორის, რომლებიც ერთურთს ძმებად მიიჩნევდნენ, მრავალ ჭირს ერთად უძლებდნენ და ლხინშიც ერთად მღეროდნენ.  საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ დაუშვებელია, ამ ერების ისტორიიდან გამომდინარე – არაბუნებრივიც. გეორგიევსკის ტრაქტატი, ეს მარად სადავო დოკუმენტი, დღეს, როგორც არასდროს, ხელს შეუწყობს ქართულ და რუსულ სახელმწიფოებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას. ეს მეგობრობა ფარსი რომ არ ყოფილა, ჩვენმა ხალხებმა დაამტკიცეს.  ეშმაკის ხელმა ქართველ და რუს ადამიანებს ერთამენთი ვერ შეაძულა. სამართლიანობა და ისტორიის ობიექტური განსჯა განსაკუთრებით ახლანდელ ქართველ და რუს თაობებს მართებთ, რადგან დღეს სწორედ ჩვენს ხელთაა ჩვენი ქვეყნების სამომავლო ურთიერთობის სადავეები.

არჩილ ჭყოიძე

ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე

პოსტსკრიპტუმი: ვიკიპედია ჩემი კომენტარის დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია.  გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები იქ ყველაზე მუქი ფერებითაა დახატული.  ჩვენ კი უმჯობესია მისი გრძელვადიანი შედეგების შეფასებაში ილია ჭავჭავაძეს ვენდოთ.  აი რას წერდა იგი თავის პუბლიცისტურ ნარკვევში “ასის წლის შემდეგ”:  ”დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან, მშვიდობამ ხალხს შეუქმნა სამეურნეო წინსვლის შესაძლებლობა, ინტენსიურად წარიმართა ქართული მოსახლეობის მომრავლება”.

გეორგიევსკის ტრაქტატი
სახელითა ღმრთისა ყოვლისა შემძლებელისა ერთისა სამწმინდაობასა შინა დიდებულისათა:

ადრითგან ერთმორწმუნეობამან ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა თანა ქართუელთამან მსახური მფარველობითა, შემწეობითა და შესავედრებლობითა მათ ერთათა და უგანათლებულესთა მათთა მფლობელთათა წინააღმდგომად მაჭირვებელთა, რომელთაცა ქუეშე შემვრდომ იყვნეს იგინი მეზობელთაგან თვისთა.

მფარუელობამან ყოვლისა რუსეთისა თვითმპყრობელთამან მეფეთა მიმართ საქართველოისათა, ნათესავთა და ყმათა მათთადმი. მინიჭებულმან, გამოიყუანა მოკიდულებაი იგი უკანასკნელთა ამათ პირუელთა მათგან, რომელიცა უფროსღა იჩუენების რუსეთის საიმპერატოროისა ტოტლოსაგან.

აწ ბედნიერად მმეფობმან იმპერატორებისა მისისა დიდებულებამან ცხად უყო ერთა ამათ ნამდვილითა სახითა მონარხობითი თვისი კეთილნებობაი და დიდსულობითი მზრუნველობაი კეთილდღეობისათვის მათისა, თვისითა ძლიერითა მეცადინეობისა დართვითა, განთავისუფლებისათვის მათისა უღლისაგან მონებისა და საყუედრელისაგან ტყვედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა, რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყვნეს და განაგრძელებს თვისსა მონარხობითსა მოხედუასა მფლობელთა მათდამი.

ჰაზრითა ამით სიმდაბლედ შთამოსრულმან თხოვასა ზედა უგანათლებულესისა მეფისა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა, რომელიცა მოღებულ იქმნა ტახტისადმი მისისა დიდებულებისა მიღებისათვის ყოვლითა მემკვიდრითა და მენაცულითა თვისითა და ყოვლითა სამეფოითა და სამფლობელოითა თვისითა მონარხობითსა მფლობელობასა ქუეშე მისისა დიდებულებისასა და მაღალთა მემკვიდრეთა მისთა და მოსაყდრეთა, უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა მეფეთა ზედა ქართუელთა და კახეთისათა, ყოვლად უმოწყალესობით ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა ჰხსენებულისადმი უგანათლებულესისა მეფისა, რომლისაცა ღონედ ერთ კერძო უგანათლებულესობა მისი სახელითა თვისითა და თვისთა მენაცულეთათა აღიარებს უზენაესსა ხელმწიფებასა და მფარუელობასა მისისა იმპერატორების დიდებულებისასა და მაღალთა მოსაყდრეთა მისთა მფლობელთა ზედა და ერთა სამეფოისა ქართლისა და კახეთისათა და სხვათა სამფლობელოთა, შესაბამთა მათდამი, რათა დანიშნულ ყოს (სამეუფოითა) დღესასწაულობითა და ნამდვილითა ხატითა შეკრულებაი თვისი განსჯითა ყოვლითა რუსეთისა იმპერიისა თანა, ხოლო მეორით კერძო, დიდებულებაი იმპერატორებისა მისისა ესრეთვე შემძლებელ არს, რათა დანიშნულ ჰყოს დღესასწაულობით, თუ ვითარი აღმატებულებაი და სარგებელი მიენიჭების მოწყალისა და ძლიერისა მარჯუენისაგან მისისა ჰხსენებულთა ერთა და უგანათლებულესთა მფლობელთა მათთა.

დასამტკიცებლად ესევითარისა პირობისა ინება დიდებულებამან იმპერატორებისა მისისამან სრულისა ძალისა ქონებად უგანათლებულესი კნიაზი იმპერიისა რომაულისა გრიგორი ალექსანდროვიჩი პოტემკინი, მხედართა თვისთა ღენარალ-ანშეფი, მბრძანებელი სუბუქისა ცხენოსნისა, გასწავლულისა და გაუსწავლებელისა და სხუათა მრავალთა სამხედროთა ძალთა, სენატორი, სახელმწიფოისა და სამხედროისა კოლლეღიის ვიცე-პრეზიდენტი, ასტრახანისა და სარათოვის, აზოვისა და ნოვაროსსიისა მოადგილე ხელმწიფესი, ღენერალ-ატუტანტი თვისი და დეისტვიტელნი კამერღერი, კავალერღვარდიისა კორპუსისა პორუთჩიკი, ლეიბღუარდიისა პრეობრაჟენის პოლკისა პოდპოლკოვნიკი, უპირველესი მთავარი პალატისა და სასაჭურუელოისა ხელოვნებისა, კავალერი ორდენთა წმინდისა მოციქულისა ანდრეასი, ალექსანდრე ნევსკისა, სამხედროსა წმინდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმინდისა მოციქულთა ჰსწორისა ვლადიმირისა დიდთა ჯუართა, კოროლთა პრუსიისა შავისა და პოლშისა თეთრისა არწივისა და წმინდისა სტანისლავისა, შუეციისა სერაფიმთა დატსკისა სპილოისა და ღოლსტინიისა წმინდისა ანნასი, ესევითარითა ხელმწიფებითა, რათა არ ყოფასა მუნ თვისსა აღირჩიოსმცა ნებითა თვისითა სრულისა ძალისა მქონებელად, ვისიცა კეთილად განსაჯოს მან, რომელმან რომლისათვის აღირჩია და სრულისა ძალისა მქონებელ ჰყო მაღალმსულელი უფალი მისის იმპერატორების დიდებულების არმიისა ღენერალ-პორუტჩიკი, ასტრახანის ღუბერნიის მხედრობისა მოკამანდე, მისის იმპერატორების დიდებულებისა დეისტვიტელნი კამერღერი და ორდენთა რუსეთისათა წმიდისა ალექსანდრე ნევსკისა, სამხედროსა დიდის მოწამის და ძლევაშემოსილის გიორგისა და ღოლსტინიის წმიდის ანნას კავალერი პავლე სერგიევიჩი პოტემკინი.

ხოლო უგანათლებულესობამან ქართლისა და კახეთისა მეფისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისამან აღირჩია და სრულისა ძალისა ჰყუნა კერძოით თვისით ბრწყინუალენი – სამხედროსა თვისისა მემარცხენე სპასპეტი კნიაზი თავადი იოანე კონსტანტინევიჩი ბაგრატიონი და მისის უგანათლებულესობისა თავადი გარსევან ჭავჭავაძე მანდატურთუხუცესი.

ჰხსენებულთა მათ, სრულისა ძალისა მქონებელთა და შეწევნითა ღმრთისათა საქმისა მიმართ მიწევნულთა, ურთიერთარს ნაცულისმგებელთა სრულისა ძალისა მქონებლობისა მიერ, მებრ ძალისა მათისა, დაადგინეს და დაამტკიცეს და მოაწერეს შემდგომთა  არტიკულთა, ანუ წევრთა:

ა რ ტ ი კ უ ლ ი  პ ი რ ვ ე ლ ი

უგანათლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თვისითა, მემკვიდრეთა და მენაცულეთა თვისთა, დღესასწაულობით უკუნსთქუამს ყოველსა ვალობასა, ანუ ვითარსამე ტიტლოსა, ყოვლისაგან მოკიდულებისა სპარსთასა ანუ სხუათა მპყრობელთასა, და ამით ცხადჰყოფს წინაშე პირსა ყოვლისა სოფლისასა, ვითარმედ არა შერაცხს იგი თვის ზედა და მენაცულეთა თვისთა ზედა სხუასა თვითმპრობელსა, თვინიერ უზენაესისა ხელმწიფებისა და მფარუელობისა მისისა იმპერატორების დიდებულებისა და მაღალთა მისთა მემკვიდრეთა და მენაცულეთა საიმპერატოროისა ტახტისა ყოვლისა რუსეთისათა, აღმთქმელი ტახტისა მის ერთგულებისა და მზა ყოფისა შეწევნისთვის სარგებლისა სახელმწიფოისა (რუსეთისა), ყოველსა შინა შემთხუევასა და დროსა, სადაცა ესე ითხოვებოდეს მისადამი.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ო რ ე

დიდებულება იმპერატორებისა მისისა, მიმღებელი უგანათლებულესობისაგან მისისა ესოდენისა უზაკუელისა აღთქმისა, აღსთქუამს თანაჰსწორადუე და იმედეულ ჰყოფს იმპერატორებრითა სიტყვითა თვისითა თავისა თვისისათვის და მოსაყდრეთა თვისთათვის, ვითარმედ მოწყალება და მფარველობა თვისი უგანათლებულესთა მეფეთა ქართლისა და კახეთისათა არაოდეს მიეღების, რომლისაცა დასამტკიცებლად დიდებულება მისი აძლევს იმპერატორებრსა თავსმდებობასა თვისსა მრთლად (და დაუკლებლად) დაცუასა ზედა აწინდელთა სამფლობელოთა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისათა.  და წინა-დასდებს განვრცელებასა ესევითარისა თავსმდებობისასა ესგუარსა ზედა სამფლობელოსა, რათა რომელნიცა წარმდინარეობასა შინა დროთასა გარემოებითა და განრჩევითითა ხატითა შესაბამად სამფლობელოისა მისისა იპოვებიან, პოვნილნი იგი სამფლობელოისა მისისა მიმართ დაიმტკიცებიან.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ს ა მ ე

განცხადებასა შინა ამის უზაკუელობისასა, ვითარითაცა ხატითა უგანათლებულესობა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა აღიარებს უზენაესსა ხელმწიფებასა და მფარუელობასა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა, განიწესების, ვითარმედ ხსენებულნი იგი მეფენი, ოდეს-იგი მიიწევიან მემკვიდრეობით სამეფოსა ზედა მათსა, მსწრაფლ აუწყებდენ ამისთვის კარსა საიმპერატოროსა რუსეთისასა და ითხოვდნენ დესპანთა თვისთა მიერ სამეფოსა ზედა თვისსა იმპერატორებრსა დამტკიცებასა ინვესტიტურისა წერილითა, (ესე იგი არს) ბოვრაყი, ანუ დროშა, ყოვლისა რუსეთისა ღერბითა, მქონებელი საშუალ თვისსა ჰხსენებულთა სამეფოთა ღერბისა, ხრმალი, კუერთხი საბრძანებელი, მანტია, ანუ წარმოსასხმელი ყარყუმისა.  ნიშანნი ესე ანუ დესპანთა ერწმუნების, ანუ მესამძღურეთა მთავართა ძლით მიიწევის მეფისადმი, რომელიცა მიღებასა ზედა, მუნ დასწრებითა რუსეთისა მინისტრისათა, თანამდებ არს, რათა იფიცოს დღესასწაულობით ერთგულებისათვის და გულსმოდგინებისა იმპერიისა რუსეთისა და უზენაეს შერაცხვისათვის ხელმწიფებისა და მფარუელობისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა, ესევითარითა ხატითა, ვითარცა დადებულ არს ფიცი არტიკულთა ამათ თანა.  წესი ესე თანა-აძს აღსრულებლად ყოვლად უგანათლებულესსა მეფესა ქართლისა და კახეთისასა ირაკლის თეიმურაზოვიჩსა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ო თ ხ ე

დამტკიცებისათვის, ვითარმედ ჰაზრი მისისა უგანათლებულესობისა განსჯითა ესოდენ მჭირსისა შეერთებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა თანა და აღსარებისათვის უზენაესისა ხელმწიფებისა ყოვლად უუბრწყინუალესის ამის იმპერიისა მფლობელთასა, ვითარმედ არიან უზაკუელ, აღსთქუამს უგანათლებულესობაი მისი, რათა უწინარეს თანხმობისა უპირუელესისას მესამზღურისა მთავრისა და მინისტრისა მისის იმპერატორების დიდებულებისა ჰრწმუნებულისა, არა აქუნდეს მიწერ-მოწერაი გარემოთა მფლობელთა მიმართ. ხოლო ოდეს-იგი მოვალნნ მათ მიერ დესპანნი ანუ წერილნი, ჰყოფს განზრახვასა უპირუელესისა მიმართ მესამზღურისა მთავრისა და მინისტრისა მისისა იმპერატორების დიდებულებისასა უკუნ ქცევისათვის დესპანთასა და შესაფერისათვის სიტყვისგებისა მფლობელთა მათ მიერ.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ხ უ თ ე

რათა ადვილად აქუნდესმცა ყოველივე იგი საჭიროი მიწერ-მოწერაი და თანხმობაი რუსეთისა საიმპერატოროისა კარისა თანა, ჰსურს ამისთვის უგანათლებულესობასა მისსა მეფესა ირაკლის, რათა ჰყუესმცა წინაშე კარისა მის მინისტრი, ანუ რეზიდნეტი.  ხოლო დიდებულება იმპერატორებისა მისისა, მოწყალებით მიმღებელი მისი, აღსთქუამს, ვითარმედ იგი კარსა ზედა მისსა მიღებულ იქმნების რიცხუსა შინა სხუათა მფლობელთა მინისტრთა თანა, თანაჰსწორითა ნიშნითა თვისითა. და გარდა ამისსა ჰნებავს, რათა კერძოითცა თვისით ჰყუესმცა მინისტრი რუსეთისა წინაშე მისისა უგანათლებულესობისა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ე ქ ვ ს ე

დიდებულება იმპერატორებისა მისისა, მიმღებელი კეთილნებებით აღსარებისა უზენაესისა ხელმწიფებისა და მფარუელობისა სამეფოთა ზედა ქართლისა, კახეთისა და საქართუელოისათა, აღსთქუამს სახელითა თვისითა და მოსაყდრეთა თვისთათა:

პ ი რ ვ ე ლ ა დ.  ერთა მის სამეფოისათა შერაცხს ყოფად მჭირსითა კავშირითა, სრულებით თანახმად იმპერიისა თანა თვისისა, მაშასადამე, მტერთაცა მათთა შეჰრაცხს მტრად თვისსა, რომლისთვისცა პორტის ათამანისა თანა (ესე იგი ხონთქრისა), ანუ სპარსეთისა, ანუ სხუათა მპყრობელთა და სამფლობელოთა თანა მშვიდობაი დამტკიცებული, სათანადო არს, რათა განგრძელდეს დიდებულებისა მისისა დასაფარუელთა ერთაცა ამათ ზედა.

მ ე ო რ ე დ. უგანათლებულესსა მეფესა ირაკლის თეიმურაზოვიჩსა და სახელისა მისისა მემკვიდრეთა და მენაცულეთა და ტომთა დაიცავს უცუალებლად სამეფოთა ზედა ქართლისა და კახეთისათა.

მ ე ს ა მ ე დ.  შინაგანსა ხელმწიფებისა მმართუელობასა თანა შეუღლვილსა მსჯავრსა და სამართალსა და შეკრებასა მისაცემელისა ხარკისასა დაანებებს მისსა უგანათლებულესობასა მეფესა სრულსა შინა ნებასა და სარგებლობასა მისსა და დააყენებს მთავართა სამხედროსა და სამოქალაქოსათა აღრევად, ვითარიცაღა იყო განწესებაი ერთა მათ ჰხსენებულთა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე შ ვ ი დ ე

მისი იგი უგანათლებულესობა მეფე, ღირსთანამდებობითითა  კრძალულებითა მიმღებელი ესოდენ მოწყალებითისა იმედოვნებისა მისისაგან იმპერატორების დიდებულებისა, აღსთქუამს თავსა თვისისა და ტომთა თვისთათვის:

პ ი რ უ ე ლ ა დ.  რათა იყოს ნიადაგ მზაი სამსახურსა ზედა მისისა დიდებულებისასა მხედრობითა თვისითა.

მ ე ო რ ე დ.  მთავართადმი რუსეთისათა  რათა იქცეოდესმცა სამარადისოითა მიწერ-მოწერითა, რაიცაღა თვის ეყვის მისისა იმპერატორების დიდებულებისა სამსახურსა და კმა ჰყოფდეს თხოვათა მათთა და ყმათა მისის დიდებულებისათა სცვდეს ყოველთაგან განსაცდელთა და შეიწრებათა.

მ ე ს ა მ ე დ. განწესებასა შინა კაცთასა (თვისისა სამეფოისათა) ადგილთა ზედა, და აღყუანებასა ზედა მათსა ხარისხთა შინა, ანუ აღსავალთა რომელთამე, რათა უსაკუთრესად აჩუენოსმცა უდიდესობაი მსახურებისათვს რუსეთის იმპერიისა. ესევითარსა პატივისცემასა ზედა მოკიდულ არს განსუენება და ბედნიერობა ქართლისა და კახეთისა სამეფოისა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი   მ ე რ უ ე

დასამტკიცებლად უსაკუთრესისა მონარხისა კეთილნებობისა მისის უგანათლებულესობისა მეფისადმი და ერთა მიმართ მისთა და უმეტესისა შეერთებისა რუსეთისა თანა, ამით ერთმორწმუნეთა ერთა თანა, ინებებს მისი იგი დიდებულებაი, ვითარმედ კათოლიკოზსა, ანუ უმთავრესსა არხიეპისკოპოსსა მათსა რათა აქუნდეს ადგილი რიცხუთა შორის რუსეთისა მღუდელთმთავართასა მერუესა შინა ხარისხსა, ესე იგი არს შემდგომად ტობოლსკისა, და ყოვლად უმოწყალესობით მიუბოძებს მას ნიადაგ ტიტლოსა უწმინდესისა სინოდის ჩლენობისასა. ხოლო მართებისათვის საქართველოისა ეკკლესიათასა და მიწერ-მოწერათასა, თუ ვითარ სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი, ამისთვს უკუე დაიწერების სხუა არტიკული.

ა რ ტ ი კ უ ლ ი   მ ე ც ხ რ ე

განვრცელებისათვის მოწყალებისა თვისისა ყმათადმი მისისა. უგანათლებულესობისა მეფისათა, თავადთა და აზნაურთათვის განაწესებს დიდებულება იმპერატორებისა მისისა, ვითარმედ ყოველნი იგი ყოველსა შინა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა იქმნებიან ესრეთ მსარგებლებელ ყოვლითა მით უპირუელესობითა და სარგებელითა, რომელნიცა შეეფერებიან რუსეთისა კეთილშობილთა. ხოლო უგანათლებულესობა მისი მიიღებს მადლობით ესოდენ მოწყალებითსა ყმათადმი მისთა სიმდაბლით შთამოსლუასა და შეიკრვის წარგზავნად კარისადმი მისისა დიდებულებისა ნუსხასა კეთილშობილთა გუართასა, რათამცა მით შესაძლებელ იყოს ცნობად ნამდვილი ზედმიწევნილებაი, თუ რომელსა ვითარიმე ეშესაბამების  სამართალი.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ა თ ე

განიწესების, ვითარმედ ყოველნი საზოგადოდ შობილნი ქართლისა და კახეთისანი შემძლებელ არიან რუსეთსა შინა დასახლებად და კუალად უკუნ ქცევადვე დაუყოვნებლად. ხოლო ტყუენი, უკეთუ საჭურუელითა, ანუ გამოხსნითა, რომლითამე თურქთაგან და სპარსთა, ანუ სხუათა ერთაგან განთავისუფლდენ, რათა განტევებულ იქმნენ ქუეყანასა თვისსა წადილისაებრ თვისისა, მაგრა რაიცაღა იგი წარგებულ არს გამოხსნასა და მოყვანებასა ზედა მათსა, გარდაიხადონ  იგი. თვით უკუე ამასვე  უგანათლებულესობაიცა მისი მეფე აღსთქუამს წმიდად აღსრულებად გაჰსჯითა რუსთა ტყუეთათვს, რომელნიცა დატყვევებულ იქმნენ მეზობელთაგან.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ა თ ე რ თ მ ე ტ ე

ვაჭრობასა ქართლისა და კახეთისასა აქუს თავისუფლებაი, რათა განავაჭროს სავაჭროი თვისი რუსეთსა შინა და ისარგებლონ მითუე სამართლითა და პატივისცემითა, რომლითაცა მკვიდრნი რუსეთისანი სარგებლობენ. Nნაცულადუე მისსა აღსთქუამს მეფეიცა განწესებად თავთა მთავართა მესამზღურეთა, ანუ მინისტრთა მისისა დიდებულებისათა, ყოვლითა ძალითა აღსუბუქებად ვაჭრობისა რუსთასა სავაჭროთა შინა სამფლობელოთა შინა თვისთა, ანუ მგზავრ განმვლელთა რუსთა ვაჭრობისათვის სხუათა შინა ადგილთა, ამისთვის  რომელ გარდა ესგუარისა ნამდვლისა განწესებისა და ზავისა სარგებელთათვის ვაჭრობისათა ადგილი ქონებად შეუძლებელ არს (ესე იგი არს, სხუაგუარ ვაჭრობად შეუძლებელ არს).

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ა თ ო რ მ ე ტ ე

ზავი უკუე ესე, ანუ პირობა იქმნების საუკუნოდ. მაგრა უკეთუ განხილულ იქმნეს რაიმე საჭიროდ შეცუალებად, ანუ დართუად ურთიერთისათვს სარგებელისა, აქუს მას ადგილი ორთავე კერძოთა თანხმობისა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ა თ ს ა მ მ ე ტ ე

კმა ყოფისათვის აწინდელისა ტრაქტატისა სათანადო არს ურთიერთარს შეცუალებელ ყოფაი ექუსთა თთუეთა შინა ხელისმოწერითა, ანუ უკეთუ უმსწრაფლეს შესაძლებელ იყოს.

რომლისა დასარწმუნებელად ქუემო მომწერელთა, სრულისა ძალისა მქონებელთა, მებრ ძალისა სრულძალმქონებლობისა მათისა, მოაწერეს არტიკულთა ამათ ზედა და ამას თანა თვსნიცა დასხნეს ბეჭედნი.

თუესა იულისსა, დღესა 24, წელსა 1783.

წმიდის გიორგის კრეპოსტი.

Павел  Потемкин    (ბეჭედი)

თავადი  ი ო ა ნ ე   ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი (ბეჭედი)

თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ  ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე (ბეჭედი)

სეპარატნი ანუ მზანი არტიკულნი

ს ე პ ა რ ა ტ ი ს ა  ა რ ტ ი კ უ ლ ი  პ ი რ უ ე ლ ი

ჰაზრი მტკიცე მისის იმპერატორების დიდებულებისა, რათა ერთმორწმუნენიმცა ერისა მისისანი, ესოდენ მჭირსითა საკრუელითა შეერთებულნი მისისა თანა იმპერიისა, ეგნენ ურთიერთარს მეგობრობასა შინა და სრულსა თანხმობასა, საშიშრად მოშურნეთა მეზობელთა მათთა და მოსაწყულელად შეერთებულითა ძალითა მათდა, რომელნიცა შეეხებიან ვნებად თავისუფლებასა, განსვენებასა და კეთილდღეობასა მათსა, რომლისათვის უკუე აღიძრვის დიდებულება მისი მისისა უგანათლებულესობისადმი, მეფისა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისადმი, მიცემად მეგობრობითისა აზრისა და განზრახვისა (ესე იგი, რჩევისა) დაცვისათვს მეგობრობისა და კეთილისა თანხმობისა უგანათლებულესისა მეფისა მიმართ იმერთასა სოლომონისა, განწესებისათვს ყოვლისა მის, რაიცაღა შესაძლებელ არს ოდენ ღონიერ ყოფად, წინათვე ჰსწრობად ყოვლისა ვერ გულისხმისაყოფელისა. აღჰსთქუამს იმპერატორებრითა სიტყვითა თვისითა არა თუ ოდენ შეწევნად მეცადინობითა თვისითა ყოფისათვს ესოდენ სასარგებლოისა ამის საქმისა, არამედ ამას ესევითარსა ზედა მშვიდობასა და თანხმობასა მისცემს თვისსა თავსმდებობასა. უგანათლებულესობა მისი მეფე ირაკლი, მიმღებელი თანამდებობითითა მადლობითა დიდსულობასა მისისა დიდებულობისა ზრუნვისასა დაცვისათვის მეგობრობისა  ერთა შორის ერთგუართა და ერთსჯულთა და უმაღლესსა თავსმდებობასა მისსა, აღიარებს ამით, ვითარმედ ურთიერთთა საქმეთა შინა მათთა უგანათლებულესისადმი მეფისა სოლომონისა აწ და შემდგომად შერაცხს მისისა იმპერატორებისა დიდებულებჰასა სრულიად მეშუამავლედ და განაგდებს მისისა მიერ უზენაესისა განჩინებისა ვერ გულისხმისსაყოფელთა შფოთთა, შორის ორთა ამათ მფლობელთა, უფროს ყოვლისა მოლოდებისა გამოსრულთა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ო რ ე  ს ე პ ა რ ა ტ ი ს ა

დაცვისათვის სამფლობელოისა ქართლისა და კახეთისათა ყოვლით კერძო შეხებისაგან მეზობელთასა და სიმტკიცისათვის მხედრობისა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღსთქუამს შენახუად სამფლობელოთა შინა მეფისათა ორსა სრულსა ბატალიონსა ქუეითსა ოთხითა ზარბაზნითა, რომელთაცა პრავიანტი და საჭმელი უსიტყუათა ხარისხისაებრ მხედრობისაგანთა მათ მიეცემის და პრავიანტი იგი საჭმელი უსიტყუათა სყიდულ იქმნების ნაყოფიერებისა ძლით ქუეყანისა, თანხმობითა მისის უგანათლებულესობისათა, თავისა თანა მესამზღვრისა მთავრისა დადებულითა ფასითა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ს ა მ ე  ს ე პ ა რ ა ტ ი ს ა

დროსა ბრძოლისასა უთავესი იგი მთავარი მესამზღვრე მისისა იმპერატორების დიდებულებისა კერძოით ნიადაგ სრულისა ძალისა ქონებად თანამდებ არს, რათა უგანათლებულესობასა მისსა, მეფესა ქართლისა და კახეთისა, ეთანხმოსცა და დასდუას აზრი შეწევნისათვს თქმულთა მათ ქუეყანათა და წინააღმდგომისა მტერთასა მოქმედებისათვის, რომელიცა არა სხუებრ, არამედ ვითარცა საერთოდ მტრად შერაცხუად სათანადო არს. ამას თანა განიწესების ესეცა, ვითარმედ უკუეთუ რაოდენიმე მხედრობა ქართლისა და კახეთისა ხმარებულ იქმნეს სამსახურისათვის მისისა იმპერატორების დიდებულებისა გარეგან საზღუართა მათთა, მაშინ განიჩინების მათთვის შესანახავი სრული, თანასწორი მისისა დიდებულებისა მხედართა.

ა რ ტ ი კ უ ლ ი  მ ე ო თ ხ ე  ს ე პ ა რ ა ტ ი ს ა

დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღსთქუამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსმცა ყოველი შემძლებელობაი მეცადინობისა ღონითა საჭურუელისათა. ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკმოქცევისათვის ქუეყანასა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა ძუელადვე სამეფოისა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა, ესენი უკუე დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა, საფუძუელსა ზედა თქმულთა აზრთასა, რომელნიცა ითქუნენ მფარუელობისათვის და უზენაესისა ხელმწიფებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა.

ამათ სეპარატისა არტიკულთა აქუსთ ესევითარივე ძალი, ვითარმცა თვით ზემო წერილნი იგი ტრაქტატნი ზემო წერილისაებრ ლექსითი-ლექსად შემოყუანილ ქმნილ იყუნენ, რომლისათვისცა სრულ-ყოფასა ამისსა იგივე პაემანი აქუს შეცუალებასა ზედა, ანუ დართუასა.

რომლისა დასარწმუნებლად ქუემო მომწერელთა, სრულისა ძალისა მქონებელთა, მებრ ძალისა სრულძალმქონებლობისა მათისა მოაწერეს არტიკულთა ამათ ზედა და ამას თანა თვისნიცა დაჰსხნეს ბეჭედნი.

თუესა იულისსა, დღესა 24, წელსა 1783

წმიდის გიორგის კრეპოსტი.

Павел  Потемкин    (ბეჭედი)

თავადი   ი ო ა ნ ე  ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი (ბეჭედი)

თავადი   გ ა რ ს ე ვ ა ნ  ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე (ბეჭედი)

შ ე ს ა ს რ უ ლ ე ბ ე ლ ი  ა რ ტ ი კ უ ლ ი

ვინათგან მეფენი ქართლისა და კახეთისანი ძუელით დროთგან იგვრგვნოსნებიან სამეფოთა გვრგვნითა და იცხებულებიან სამეფოსა ზედა წმიდითა მირონითა, ამისთვს მისი იმპერატორების დიდებულება სახელითა თვისითა და მონაცულეთა თვისისა საიმპერატოროსა  ტახტისათა არა ოდენ ყოვლად უმოწყალესობით  ნება-ჰსცემს მოხსენებულთა მეფეთა ხმარებასა ამის სამღუდელოსა წესისასა, არამედ კვალად უმეტესსა დამტკიცებასა უსაკუთრესისა თვსისა კეთილნებობისასა უბოძებს მათ, გარდა სხუათა ნიშანთა, იმპერატორულთა ინვესტიტურათა, სამეფოთა პირობათა შინა დადებულთა, ჩუეულებითსაცა სამეფოსა გვირგვინსა, რომელსაცა ვითარცა მისი სიმაღლე, აწ მფლობელი მეფე ირაკლი მეორე, ხმარებულ ჰყოფს, ეგრეთვე უგანათლებულესნიცა მონაცულენი მისნი სათანადო არიან გვრგვნოსნებად.

მისი სიმაღლე მეფე ირაკლი, ამას უმაღლესსა მოწყალებასა მისის იმპერატორების დიდებულებისასა ღირს თანამდებობითა კეთილნებობითა და მადლობითა მიმღებელი, აღჰსთქუამს სახელითა თვისითა და მენაცულეთა თვისთათა, რომელ წესსა ამას სამღუდელოსა,  მენაცულეთა მათ თვისითა სამეფოსათა გვრგვნოსნებასა და ცხებასა არა უწინარეს სრულ ჰყოფენ, ვიდრემდის არა ჰყონ ტრაკტატით განწესებული ფიცი ერთგულებასა ზედა ყოვლისა რუსეთის საიმპერატოროს ტახტისასა და არ მიიღონ დასამტკიცებელი იმპერატორული წერილი და ინვესტიტური.

არტიკულნი ესე შესარაცხუელ არიან ყოფად შესაბამად რიცხვისადმი სხუათა ტრაკტატსა შინა მდებარეთასა, რომლისაცა დასამტკიცებელად სრულის ძალის მქონებელთა, დამტკიცებისადმი ტრაკტატისა მის მიცემულითა მათდა, სრულძალმქონებლობითა მოაწერეს და ბეჭდებითა თვისითა დაამტკიცეს სამეფოსა ქალაქსა ტფილისს, იანუარს 24 დღესა, 1784 წელსა.

Павел  Потемкин    (ბეჭედი)

თავადი   ი ო ა ნ ე  ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი (ბეჭედი)

თავადი   გ ა რ ს ე ვ ა ნ  ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე (ბეჭედი)

ბანკები და ფინანსები 03.08.10

ანონსი
ოთხშაბათს, 4 აგვისტოს, 14:00 საათზე, რია-ნოვოსტის თბილისის ოფისში (რუსთაველის 2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩის მხრიდან, მე-8 სართული), ერეკლე მეორის საზოგადოება მართავს პრეზენტაციას ბროშურისა “სახე ფიცისა – გეორგიევსკის ტრაქტატი”. ღონისძიება ეძღვნება გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს და ტარდება საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ხელშეწყობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 950463 ან 983676 (მობილური: 899 176039)