ერეკლე მეორის საზოგადოება

მეორე პოეტური რუსულ-ქართული ალმანახი გამოიცა…

Thursday Feb 18, 2010

1,,აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი” ერეკლე მეორის საზოგადოების მეორე ლიტერატურული გამოცემაა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ისტორიული და კულტურული კავშირების უკეთ გაცნობას ემსახურება.
1837 წელს, როდესაც რუსეთში ალექსანდრ პუშკინი მოკლეს, საქართველოში ილია ჭავჭავაძე დაიბადა. – ასე იწყებოდა პოეტური ალმანახის პირველი ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრ პუშკინის პოეტური შედევრები იყო წარმოდგენილი. არც აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი შეურჩევიათ შემთხვევით. ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის თქმით, მათი შემოქმედება არის ხალასი ნიჭის გამობრწყინება, რომელშიც მკითხველი ხედავს მოქალაქეობრივი ვა¬ლის მძაფრ შეგრძნებას, ესმის ამღერებული ლექსის მელოდია, ემორჩილება სტროფების ძალას…
- ოცი წელიწადია, ქართველები და რუსები გაუცხოვდნენ ბინძური პროპაგან¬დის წყალობით, – გვითხრა არჩილ ჭყოიძემ, – თავის დროზე ეს ორი დაახლოებული ერი ერთმანეთს იარაღითაც დაუპირისპირდა. მრავალმა ჩვენმა
2პოლიტიკოსმა თუ საზოგადო მოღვაწემ კი, საერთოდ, გონი დაკარგა და პუშკინის ძეგლის აღება მოითხოვა. თურმე აღარ უნდა წავიკითხოთ პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი… აი, ასეთმა პროპაგანდამ გაგვაუცხოვა ერთმანეთისგან.
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, პუშკინი, ლერმონტოვი… რომელიმე ერთი ქვეყნის საკუთრება არ არიან, ამ ბუმბერაზი კლასიკოსი მწერლების შემოქმედება ნებისმიერი ერის კულტურას გაამდიდრებს.
უნდა შევეცადოთ, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში დიდი კლასიკოსი მწერლების წარმოჩენას, რათა 20-30 წლის შემდეგ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, როცა ჩვენმა ახალგაზრდობამ, თუნდაც საზღვარგარეთ გამგზავრებულმა დიპლომატებმა პუშკინზე ან ლერმონტოვზე რომ ჩამოვარდება საუბარი, არ თქვან, მათ შესახებ არ გვსმენიაო.
მთელი ევროპა აფასებს პუშკინს და ლერმონტოვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისურ ენაზე გამოიცემა მათი შემოქმედება. რომელიღაც პოლიტიკოსის წყენის გამო არ შეიძლება კლასიკოსი მწერლების დაგმობა, ცხადია, არც პუშკინს და არც ლერმონტოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო არ უღიარებიათ.
რუსულ-ქართული პოეტური ალმანახის ,,აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი” წარდგენა
3გაიმართა ,,ამბასადორში”. შეკრებილთ მიესალმა და კრებულის გამოსვლა მიულოცა ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე, აკაკი წერეთლისა და მიხეილ ლერმონტოვის ღვაწლ¬ზე ყურადღება გაამახვილეს თემურ მირიანაშვილმა, ოლგა სემენეშჩევამ…
ითქვა, რომ ეს კრებული გამოიცა ერეკლე მეორის საზოგადოების წევრთა შემოწირულობებით, ასევე ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძის დახმარებით, რისთვისაც არჩილ ჭყოიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესს.
- ალმანახი უფასოდ დარიგდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – რუსეთშიც, რათა რუსი ახალგაზრდობა გაეცნოს აკაკი წერეთლის შემოქმედებას, – დასძინა არჩილ ჭყოიძემ.
ამ დღესვე ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებმა ყვავილებით შეამკეს ლერმონტოვის ძეგლი მცხეთასთან და აკაკის საფლავი მთაწმინდაზე.

                                                         ნატა ნიბლაძე