კიბერ შეტევა ერეკლე მეორის საზოგადოების ელექტრონულ ფოსტაზე.
Friday Mar 12, 2010
ორიოდე დღის წინ გაურკვეველი მიზეზების გამო დაიბლოკა ერეკლე მეორის საზოგადოების ერთ-ერთი ელექტრონული მისამართი. სპეციალისტთა ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი აღდგენა შეცვლილი პაროლით. დღეს იგივე ბედი ეწია საზოგადოების მეორე ელექტრონულ მისამართს – erekle_2@yahoo.com, ამ შემთხვევაში ფოსტის აღდგენა ვერ მოხერხდა. ეს მისამართი ორგანიზაციის დაარსების დღიდან არსებობს და მისი დაკარგვით ჩვენს საზოგადოებას მრავალი პრობლემა შეექმნა. უკვე ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს ფაქტი უბრალო მავნებელთა ჩადენილი არ არის.
ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს, რომ ზემოაღნიშნული მისამართის ნაცვლად დღეიდან ძალაში იქნება ელ-ფოსტის ახალი მისამართი: erekle-2@mail.ru. ამასთანავე საზოგადოებას ვაფრთხილებთ, რომ ძველი მისამართიდან წერილის მიღების შემთხვევაში მის შინაარსზე ერეკლე მეორის საზოგადოება პასუხისმგებელი არ არის.



