ანონსი

Thursday May 20, 2010

kda-3-saitis1-300x2122010 წლის 25 მაისს, 18:00 საათზე, მოსკოვში (“მშვიდობისა და თანხმობის” ფედერაციის დარბაზში, მშვიდობის გამზირი #36) გაიმართება მხატვრულ-ლიტერატურული საღამო
“საქართველო და რუსეთი – ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით”

საღამოზე წარმოდგენილი იქნება რუსულ-ქართული პოეტური ალმანახის ბოლო ორი ნომერი (“სამარადისო დიდება გმირებს: 65 წელი” და “აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი”), რომლებიც გამოშვებულია ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესისა და მისი პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის მხარდაჭერით.  ღონისძიებაზე ასევე მოხდება პრეზენტაცია akakiსაქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსისა – “რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ერთობის ხელშემწყობი მასალების საუკეთესო გაშუქება”.  ღონისძიების მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოსა და რუსეთის ლიტერატურის, კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები.  სცენა დაეთმობა მოცეკვავეთა და მომღერალთა ანსამბლებს.
საღამოს ორგანიზატორები არიან: “რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდი”, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი და რუსეთის ეროვნულ გაერთიანებათა კონგრესი.  საღამო ტარდება მშვიდობისა და თანხმობის ფედერაქციის მხარდაჭერით.
საღამო მიჰყავს “რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტს, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები.

 

რუსული ენის უფასო კურსები +995 91111595
რუსული ენის კურსები გრძელდება
 
მრგვალი მაგიდა „მშობლიური ენა: ინგლისური თუ ქართული?“
 
ცოდნა სინათლეა
 
რუსული ენა საქართველოში ფუფუნება ხდება
 
ქართველი ახალგაზრდები კვლავ ივლიან ცოდნის ხიდზე
 
არქივი
donation