ერეკლე მეორის საზოგადოება

ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება

Monday Nov 16, 2009

2განცხადება

ერეკლე მეორის საზოგადოება უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავს ვ.სანაიას ტელეგადაცემის – “კრემლის პატრიარქი” – გამო, რომელიც “იმედის” ეთერში გავიდა ა.წ. 14 ნოემბერს.  ტელეპასკვილს საფუძვლად ედო ცრუ ინსინუაციები, რომლებიც მიზნად ისახავს განხეთქილებას ორ მართლმადიდებელ, რუსულ და ქართულ ეკლესიას შორის, რათა საბოლოოდ ხელი შეუშალონ ორ ერთმორწმუნე ხალხსა და სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას.  აქედან უკვე ნათლად ჩანს, ვისი ბოროტი შეკვეთა განახორციელეს ჟურნალისტებმა და მათმა მფარველებმა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პასკვილი ზიანს აყენებს არა მხოლოდ პატრიარქ კირილს, არამედ ჩირქს სცხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმნიდეს და უნეტარეს ილია მეორეს, რომელიც ჩვენი კეთილმეზობლობის მხარდამჭერად გვევლინება და რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში დიდი ხანია მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ წახალისებული ცილისმწამებლური კამპანია.
უნებლიედ ჩნდება ეჭვი, ერთი და იმავე ფიალიდან ხო მარ არის გადმოსხმული ეს საწამლავი, რომელსაც ასე ერთგულად აწვდის “იმედი” თავის მაყურებელს.  ამასთანავე არ შეიძლება არ გაგვაკვირვოს ავტორის ღვთისმგმობელმა ქმედებამ, როდესაც მას საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად იუდას ნაშიერთა ისეთი წარმომადგენლების მოსაზრებები მოჰყავს, როგორებიცაა ვალერია ნოვოდვორსკაია, სუკის გადამდგარი მსახური ვლადიმერ კვაჩკოვი, ლეონიდ რაძიხოვსკი თუ გაპარსული მღვდელი გლებ იაკუნინი, რომელმაც თავისი წევრობით წაბილწა არა მხოლოდ ეკლესია, არამედ პარლამენტიც, რომლის წევრიც იყო.
ერეკლე მეორის საზოგადოება თავის ვალად მიიჩნევს გააფრთხილოს საქართველოს საზოგადოება, რომ ერის სულიერ დასაყრდენზე იერიშის მიტანა შესაძლოა სერიოზული კატასტროფით დასრულდეს. ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანაში აღმოჩნდებიან საღი ძალები, რომლებიც წინ აღუდგებიან ამ უგუნურებას.  ხალხის საყრდენი ხომ რწმენაა, რომელსაც ვერავინ შეარყევს!
იმ ფარისევლებისაგან განსხვავებით, რომლებისთვისაც მზე დასავლეთიდან ამოდის, ერეკლე მეორის საზოგადოება გულითად მადლობას უხდის სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის მხარდაჭერისთვის და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

შენიშვნა: ერეკლე მეორის საზოგადოება საპროტესტო მიტინგს გამართავს “იმედის” ტელევიზიის შენობასთან 20 ნოემბერს, 13:00 საათზე.