ერეკლე მეორის საზოგადოება

ვაი კაცსა მას რომლისგან მოდის საცდური

Tuesday Feb 9, 2010

1წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა კონსტანტინე პაიჭაძე

აღშფოთებული მრევლის თხოვნით ვნახე გადაცემა ,,ღამე შორენასთან ერთად”  რამაც გადამაწყვეტინა დამეწერა ეს წერილი. უნდა ავღნიშნო ის, რომ ნანახმა ჩემში გაგონილის გაზვიადებულობა განაქარვა. გადაცემა რომელიც შეეხებოდა ქალწულების ინსტიტუტს. თავისი შინაარსით იწვევს არა მარტო შინაგან პროტესტს აღვირახსნილობის წინაამღდეგ, არამედ აშკარაა მისი მიზანდასახულობა როგორც ეკლესიის სწავლების ასევე ეროვნულ ტრადიციათა მოშლის წინაამღდეგ.

   გაუგონარი ცინიზმისა და დაცინვის მსხვერპლი გახდა ამ გადაცემის წამყვანისაგან ისინი ვისაც განუზრახავს ქალწულზე ქორწინება. ხოლო დედა რომელმაც გამოთქვა სურვილი. რომ მას უნდა თავისმა შვილმა ქალწულზე იქორწინოს წამყვანმა მის შესახებ ყველას ამცნო ,,ფრთხილად ასეთი დედებიც არსებობენ”-ო. ამ ქალბატონის მთელი დანაშაული და გაკიცხვის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ სახალხოდ განაცხადა თავისი, ზემოდ აღნიშნული სურვილი.

   არ მგონია ამ გადაცემას საზოგადოების უმეტეს საწილში აზრის მხარდამჭერები გამოჩენოდა, არც ის მგონია დიდად საჭიროებდეს ჩვენი საზოგადოება ამ საკითხის განმარტება-განხილვას საიმისოდ, რომ ეს თემა მისაღებია თუ არა, ან ის რომ ვინმე არ შეცდეს, არ ცდუნდეს და არ აღმოჩნდეს ამ აღვირახსნილობის უნებლიე თანამოაზრე. მჯერა, რომ ძირითადად საზოგადოების აზრი  და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ცალსახა და უარყოფითია.

   მაგრამ მიუხედავად ზემოთხსენებულისა თქვენს ყურადღებას მცირე ხნით შევაჩერებ თემის კერძოდ კი მრუშობის ცოდვის სიმძიმეს, წმინდა წერილისა და საეკლესიო სამართლის განსჯით. ვნახოთ რას განაჩინებს და განაკანონებს ეკლესია ამ ცოდვის მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ იმ უამრავ ქართველი ქალის თავგანწირულობასა და გმირობაზე რომლებიც საკუთარი უბიწოების შენარჩუნებისთვის სიცოცხლის ხელყოფაზე ხშირად მიდიოდნენ, ჩვენი მრავალსაუკუნოვან, მტერსავე ისტორიის მანძილზე.

    ახლა მივყვეთ წმ. წერილს

    როცა ღმერთმა ათი მცნება მისცა მოსეს სინას მთაზე ამით მთელ კაცობრიობას განუსაზღვრა ზნეობრივ-მორალური კანონით ცხოვრება. მეშვიდე მცნება სწორედ მრუშობასა და სიძვას კრძალავს.

    საეკლესიო სიციპლინათა შორის, გამოკვეთილი ადგილი უჭირავს საგან კატეხიზმოს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა კითხვა-პასუხით განმარტოს ძირითადი საეკლესიო სწავლამოძღვრებითი და დოგმატური საკითხები.

    ვნახოთ როგორ განგვიმარტავს VII მცნებას კატეხიზმო.

     როგორ გამოითქმის მეშვიდე მცნება?

    არა იმრუშო

    რას გვიკრძალავს ეს მცნება?

    მრუშობას, ანუ ყოველგვარ ურიგოსა და უწმინდურ ხორციელ სიყვარულს.

    რას უნდა განვერიდოთ, რომ არ ჩავარდეთ ამ ცოდვაში?

    უნდა განვერიდოთ ყოველივეს, რასაც შეუძლია აღძრას ჩვენს გულში უწმინდური გრძნობები და რაც შეაცდენს კაცს, სახელდობრ; ნაყროვანებასა და მთვრალობას, ცუდ სიტყვებს. ურცხვ სიმღერებს, ცეკვებს, თამაშსა და ხუმრობას.

    რას გვიბრძანებს ეს მცნება?

    ცოლ-ქმარს ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებას, ხოლო უქორწინებელთ- სიწმინდესა და უბიწოებას. (საღმრთო სჯული, საკითხავი წიგნი. თბილისი 1995წ. გვ.252-253)

      აქ ნათლად ჩანს რას გვიკრძალავს ეს მცნება და რისთვის მოგვიწოდებს. ხოლო გარდა იმისა რაც მოგვცა და გვასწავლა წმ. ეკლესიამ ღვთის მცნების საწინააღმდეგოა და თავისთავად ცოდვაა. სიძვა-მრუშების ცოდა კი მონანიებისა და სინანულის გარეშე მოაკვდინებს სულს.

    პავლე მოციქული I ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ წერს.

    ,,ხმა დადის საერთოდ, რომ სიძვაა თქვენში. და თანაც ისეთი სიძვა, რომლის მსგავსი წარმათებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ყავს.

    და თქვენ კიდევ ქედმაღლობთ იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ, რათა მოკვეთილ იქნეს თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი.

    ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს. (I კორ. 5; 1-2, 5;) ასე მკაცრია მოციქულთა თავი ამ ცოდვის ჩამდენთა მიმართ. ხოლო საეკლესიო სამართალი მათ მრავალწლიან განყენებას ბრძანებს წმ. ზიარებისაგან.

   ზემოთ აღნიშნული გადაცემა კი პირდაპირ ქადაგებს და მოუწოდებს ადამიენებს ამ ცოდვის ჩადენისთვის რაც ასევე ცოდვაა და დასჯადი საეკლესიო კანონმდებლობით. ადამინი, რომელიც მოიტანს სხვა სწავლებას რაც მოცემულია წმ. წერილით მათ შესახებ იქვე პავლე მოციქული ბრძანებს; ,,მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს” (გალატ. 1;8) ცის ანგელოზსაც კი შეაჩვენებს მოციქული არა სწორი სწავლებისთვის. ასეთივე დღე მოელით ადამიანებსაც, რომლებიც დატოვებენ ღვთის გზას და ამის წინააღმდგომებად იქცევიან.

    ჩვენ ისღა დაგვრჩენია სინანულისაკენ მოვუწოდოთ გადაცემის წამყვანსა და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გადაცემის მომზადებაში და იმათაც ვინც ამ ცოდვის თანამდევები არიან საქმით ასევე მათაც ვინც აზრით შეიწყნარებს და ამართლებს მას.

   ხოლო მათ ვისაც ყური აქვთ სასმენად და უნდა ისმინოს ღვთის სიტყვისა და საქმითაც აღასრულოს იგი, მათთვისაც ისევ პავლე მოციქულის სიტყვებს მოვიხმობ; ,,თქვენ კი ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმის კეთებას. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვას ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. (II ტეს.3;13-15)