ერეკლე მეორის საზოგადოება

,,ჩვენ ვერ დავიბრუნებთ შიდა ქართლსა და აფხაზეთს მანამ, სანამ შეცდომებს არ ვაღიარებთ…”

Wednesday Apr 14, 2010

ერეკლე მეორის საზოგადოების, გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ“, ევრაზიის ინსტიტუტის და მოძრაობის ,,შემოგვიერთდით” ინიციატივით, თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გარდაცვლილებისა და, ასევე, სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სერბი მართლმადიდებელი ქრისტიანების სულის მოსახსენიებელი შეკვეთილი წირვა აღევლინა. 
წირვის დასრულების შემდეგ აღსრულდა პატრიარქის კურთხევა და ამავე ეკლესიის ეზოში დაირგო მწვანე ნარგავები.
  ამ თემაზე ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ ჭყოიძეს ვესაუბრეთ.
   – ბატონო არჩილ, სერბი მართლმადიდებლების გახსენება თქვენი მხრიდან  ჰუმანურობის გამოხატულებაა. რა საერთო აქვს ერთმანეთთან საქართველოში მომხდარ კონფლიქტებსა და სერბეთის მოვლენებს?
   – სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია სერბეთის უბედურების გაგრძელებაა. მთელმა პროგრესულმა სამყარომ, დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა (როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ) მე-20 საუკუნის ბოლოს დააქუცმაცეს, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ჩვენი მოძმე მართლმადიდებელი სერბეთი. იუგოსლავია რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ჯერ ჩამოართვეს ჩერნოგორია, შედეგ წაჰგლიჯეს კოსოვო, რომელიც ერთ-ერთი უძველესი მართმადიდებლური კერა და სერბეთისთვის ისეთივე განუყოფილი ნაწილია, როგორიც ჩვენთვის სამაჩაბლო, აფხაზეთი ან კოდორის ხეობა.
     ეს ძირძველი ქართული მიწებია, საქართველოს ხალხებით დასახლებული, და [...]


პრესრელიზი

Sunday Apr 11, 2010

ერეკლე მეორის საზოგადოების, გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ“, ევრაზიის ინსტიტუტის და მოძრაობის ,,შემოგვიერთდით“ ინიციატივით თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში დადგება შეკვეთილი წირვა სამაჩაბლოში, აფხაზეთში დაღუპულების და ასევე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სერბი მართლმადიდებლი ქრისტიანების სულის მოსახსენიებლად. წირვის დასრულების შემდეგ აღსრულდება პატრიარქის კურთხევა და ამავე ეკლესიის ეზოში დაირგვება მწვანე ნარგავები. წირვა შედგება სამშაბათს, 13 აპრილს, 10 საათზე, მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. თბილისიდან გასვლა  13 აპრილს, 9:30 სთ ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისიდან (უზნაძის 15).


სამძიმარი პოლონელ ხალხს

Sunday Apr 11, 2010

ერეკლე მეორის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის ყველა იმ მოქალაქის დაღუპვის გამო, რომლებიც 10 აპრილს  სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.  ლეხ კაჩინსკი, რომელიც ევროპელ პრეზიდენტებს შორის გამოირჩეოდა თავისი პირდაპირობით, მამაცობით, გამბედაობითა და პრინციპულობით, მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას.  ჩვენთვის გასაგებია ის ტკივილი, რომელსაც დღეს პოლონელი ხალხი განიცდის.  დღევანდელმა ტრაგედიამ კიდევ უფრო გაამწვავა კატინის მოუშუშებელი ჭრილობა.  კატინის მსხვერპლთა მემორიალზე პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები ისევ და ისევ პოლონეთის დღევანდელი ინტერესების გამო, მომავლის იმედით მიიჩქაროდნენ.  ევროპის ოჯახის წევრი პოლონეთის პრეზიდენტს კარგად ესმოდა, რომ მეზობელ ქვეყანასთან კეთილი ურთიერთობები აუცილებელია.  შეიძლება ითქვას, რომ იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა, პოლონეთის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის ველზე.
ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად პოლონელ ხალხს.  ღმერთმა ნათელში ამყოფოს პრეზიდენტ კაჩინსკის და მასთან ერთად დაღუპულ პოლონელ მოქალაქეთა სულები.


ინფორმაცია «რუსკაია ლინიას» მკითხველთათვის

Friday Apr 9, 2010

ძვირფასო მეგობრებო,
რამდენიმე დღის წინათ ცნობილი გახდა იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეხც აღმოჩნდა შესანიშნავი პორტალის, „რუსკაია ლინიას“ რედაქცია, რომელიც ძალზე პოპულარული იყო მართლმადიდებელ მკითხველთა შორის, და როგორც ხედავთ, არა მხოლოდ რუსეთში.  ჩვენ მოვუწოდებთ პორტალის ხემძღვანელობასა და სპონსორებს გამოძებნონ ბრძნული გამოსავალი და შეინარჩუნონ ეს მაღალკვალიფიციური საიტი.  ჩვენ ვუერთდებით „რუსკაია ლინიას“ მეგობრებს და ვიმედოვნებთ, რომ მისი ხელმძღვანელობა და შემსრულებლები გულს არ დაწყვეტენ პორტალის ერთგულ მკითხველებს.
ქვემოთ გთავაზობთ (მცირედი შემოკლებით) რუსკაია ლინიას მთავარი რედაქტორის, ა. სტეპანოვის ღია წერილს.
რა ხდება რუსკაია ლინიას გარშემო?
ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ავტორებო და „რუსკაია ლინიას“ მკითხველებო — ქრისტე აღსდგა!
სამწუხაროდ რუსკაია ლინიას სარედაქციო პოლიტიკის გარშემო შექმნილი უთანხმოება არამშვიდობიან მეთოდებში გადაიზარდა. არსებობდა წინადადება ცივილური გაყოფისა და რუსკაია ლინიას ბაზაზე ორი დამოუკიდებელი პროექტის შექმნისა, რომელიც არ მიიღეს. ჩვენი ოპონენტები „ომის გზას“ დაადგნენ.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი ოპონენტები ორმა ფაქტმა გააღიზიანა.  პირველი, მე გავაჟღერე მათი კულისებსმიღმა მოლაპარაკებები.  მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გასაოცარია საჯაროობის შიში და მხედველობის ასეთი აბერაცია! რუსკაია ლინიას კოლექტივის ზურგსუკან თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების წარმოება ეთიკური ყოფილა, ხოლო [...]


ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

Sunday Apr 4, 2010

 
ძვირფასო დებო და ძმებო,
გულითადად გილოცავთ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
 
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!


ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება მოსკოვის მეტროს სადგურებში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით

Monday Mar 29, 2010

ერეკლე მეორის საზოგადოება ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ამ დილით მოსკოვის მეტროს ორ სადგურში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომლებსაც ადამიანთა დიდი მსხვერპლი და დაზიანება მოჰყვა. ჩვენი საზოგადოების წევრები მწუხარებით თავს ვხრით ყველა დაღუპულის წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს.  ნებისმიერი ძალადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.  მით უმეტეს მიუღებელია ტერორისტული აქტი, რომელიც სრულიად უდანაშაულო ადამიანთა განადგურებისკენაა მიმართული. ჩვენ არანაკლებ გვაწუხებს ორი თვითმკვლელი ტერორისტის ტრაგიკული ბედიც, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა ასე დაუნდობლად გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად. რუსეთის მოსახლეობის მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ რელიგიური ექსტრემისტების მიერ განხორციელებულმა ტერაქტმა შესაძლოა თქვენი ქვეყნის მუსულმანი მოქალაქეებიც შეიწირა, თავიანთი ქვეყნის ერთგული შვილები.  სწორედ ამიტომ არის ტერორიზმი 21-ე საუკუნის ყველაზე რთული გამოწვევა.  მას არც ეროვნება აქვს და არც რელიგია.  იგი ჩვენი ათასწლეულის შავი ჭირია და მის წინააღმდეგ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა წარმატებას არ მოიტანს და, რაც მთავარია, ვერ აგვაცილებს მოსალოდნელ მსხვერპლს. 
ერეკლე მეორის საზოგადოება მწუხარებას გამოხატავს მომხდარი უბედურების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.  [...]


მთავარი ამოცანაა არ დავუშვათ საქართველოს შემდგომი დაქუცმაცება

Monday Mar 22, 2010

ალექსანდრე ჭაჭია:
1. ბატონო ალექსანდრე, რას ფიქრობთ იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილთან ერთად აღვივებდნენ ანტირუსულ ისტერიას საქართველოში, ხოლო დღეს მოულოდნელად გამოავლინეს ქამელეონის თვისებები.  რამდენად შეძლებენ ისინი საქრთველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობას?
მე ვერ ვენდობი ადამიანებს, რომლებიც ადვილად იცვლიან თავიანთ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, მითუმეტეს, თუ ეს ადამიანები პოლიტიკური მოღვაწეობით არიან დაკავებული.  ჩვენ გვახსოვს, რომ პოლიტიკური კრედო იმ ადამიანებისა, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, იყო რუსეთთან მაქსიმალური დისტანციის დაკავება და ნატოში შესვლა.  დღეს ისინი აცხადებენ, რომ ნატოს წევრობა ეფემერული პერსპექტივაა და საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების დამყარება.  ეს საქართველოს ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანს დიდი ხანია კარგად ესმის.  თუკი ეს აქსიომა ერთი-ორი წლის წინ გაუგებარი იყო ამ მოღვაწეებისთვის, მაშინ რა უნდათ მათ პოლიტიკაში?  ხოლო თუ მათ ეს ჭეშმარიტება ადრეც ესმოდათ, მაგრამ დარწმუნებით ატყუებდნენ საკუთარ ხალხს, მაშინ მითუმეტეს არ უნდა დარჩნენ პოლიტიკაში.  საზოგადოებაში რაღაც მორალი ხომ უნდა არსებობდეს.  თუმცა ამ ადამიანთა მიამრთ რაიმე მორალურ პრინციპებზე საუბარი ძნელია.  ისინი ხომ ყველანი შევარდნაძის მოწაფეები არიან, ის კი, თუ გახსოვთ, 60 წლის ასაკში ორთოდოქსი კომუნისტიდან [...]


ჩვენთვის რუსეთი უბრალო მეზობელი კი არ არის, არამედ უწინარესად – მართლმადიდებელი ქვეყანაა

Monday Mar 15, 2010

გვესაუბრება ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე
  – ბატონო არჩილ, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოუხშირეს რუსეთში სიარულს. ისინი უკვე ქულებს იწერენ და აცხადებენ, რომ ემბარგოს შესაძლო მოხსნა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მათი დამსახურება იქნება. როგორ შეაფასებთ პუტინის კარზე მათ ვოიაჟებს? ეთანხმებით თუ არა ექსპერტების ერთ ნაწილს, რომ ისინი ვაჭრობენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით? 
   – თავისთავად ცუდი სულაც არ გახლავთ ის, რომ ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი რუსეთში ჩავიდნენ და მის მესვეურებს დაელაპარაკნენ. ჩემი აზრით,დიალოგი რუსეთთან აუცილებელია. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ორ ქალაქში ატომური ბომბები ჩამოყარეს, მაგრამ დღეს ეს ორი ქევყანა ერთმანეთს ელაპარაკება. იგივე ითქმის გერმანიასა და რუსეთზე – მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა 20 მილიონი ადამიანი დაკარგა, მაგრამ მათ დღეს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ. ამ ომში გერმანიას პარიზი ჰქონდა ოკუპირებული, მაგრამ ისინი მრავალ საკითხზე საერთო ენას პოულობენ.
   დიალოგს მთელი მსოფლიო ცნობს. მხოლოდ ჩვენს უგუნურ და ვფიქრობ, მოსყიდულ პოლიტიკოსებს დაუჩემებიათ, რომ ოკუპანტს არ უნდა დაველაპარაკოთ.
   ჩემი აზრით, რუსეთი საქართველოს მტერი არ [...]


ვირტუალური გამარჯვებიდან ვირტუალურ ომამდე და პრეზიდენტის ვირტუალურ მკვლელობამდე – ანუ აბსურდის თეატრის აპოთეოზი

Sunday Mar 14, 2010

შაბათს, 13 მარტს, ჩვეულებრივი, მშვიდობიანი დილა გათენდა (თუ შეიძლება საქართველოში დილა მშვიდობიანი იყოს).  საღამო ხანს მეგობრები შევიკრიბეთ და მოკრძალებულ სუფრასთან საღამოს სასიამოვნოდ გატარება გადავწყვიტეთ.  როგორ დამთავრდებოდა ჩვენი თავშეყრა, ძნელი გამოსაცნობი არ არის.  იმ დღეს ტელეიმედს მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები არ შევუშფოთებივართ.  რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის, რატომ მოხდა – ალბათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა, თუმცა დიდხანს ვერც ეს დაიფარება, და, როგორც წესი, ალბათ მალე გავიგებთ ეს გაუთვალისწინებელი შედეგით დასრულებული მორიგი პიარ აქცია იყო თუ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დივერსია.
 შესაძლოა მავანს სიტყა დივერსია ძალზე ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ დივერსია და საბოტაჟი მხოლოდ აფეთქებას და ნგრევას რომ არ ნიშნავს, ეს უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც კარგადაა განმარტებული (დივერსია ლათინური სიტყვაა და იგი გადახრას ნიშნავს.  მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა ბულიკოს ლექსიკონში ასეა განმარტებული: დივერსია (გადატანითი მნიშვნელობით) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროვოკაციული პროპაგანდა, გარკვეული ქვეყნის მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზნით). 
დიდი ხანია ვისმენთ მოსახლეობისა თუ ოპოზიციის საყვედურებს სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოების არაპროფესიონალიზმის შესახებ.  კარგად ვიცით როგორ დასრულდა სანტექნიკოსის განხორციელებული განათლების სისტემის რეფორმა [...]


კიბერ შეტევა ერეკლე მეორის საზოგადოების ელექტრონულ ფოსტაზე.

Friday Mar 12, 2010

ორიოდე დღის წინ გაურკვეველი მიზეზების გამო დაიბლოკა ერეკლე მეორის საზოგადოების ერთ-ერთი ელექტრონული მისამართი.  სპეციალისტთა ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი აღდგენა შეცვლილი პაროლით.  დღეს იგივე ბედი ეწია საზოგადოების მეორე ელექტრონულ მისამართს – erekle_2@yahoo.com, ამ შემთხვევაში ფოსტის აღდგენა ვერ მოხერხდა.  ეს მისამართი ორგანიზაციის დაარსების დღიდან არსებობს და მისი დაკარგვით ჩვენს საზოგადოებას მრავალი პრობლემა შეექმნა.  უკვე ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს ფაქტი უბრალო მავნებელთა ჩადენილი არ არის.
ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს, რომ ზემოაღნიშნული მისამართის ნაცვლად დღეიდან ძალაში იქნება ელ-ფოსტის ახალი მისამართი: erekle-2@mail.ru.  ამასთანავე საზოგადოებას ვაფრთხილებთ, რომ ძველი მისამართიდან წერილის მიღების შემთხვევაში მის შინაარსზე ერეკლე მეორის საზოგადოება პასუხისმგებელი არ არის.


სამი მთავარი პოლიტიკური მითი, რომელსაც ავრცელებენ საქართველოში

Wednesday Mar 10, 2010

ჩვენი აზრით, უკვე დადგა დრო, რომ სააშკარაოზე გამოვიტანოთ და დეკონსტრუქცია გავუკეთოთ იმ მთავარ პოლიტიკურ მითებს, რომლებსაც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაწყებული ნერგავს საქართველოში ამერიკული სადაზვერვო სამსახურების აგენტურა.
 თავად ეს აგენტურა მრავალფეროვანია. მასში შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ექსპერტები… თუმცა, მათ შესახებ საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, ახლა კი დავუბრუნდეთ ზემოთნახსენებ პოლიტიკურ მითებს.
ამჯერად ჩვენ გამოვყავით 3 მითი, თუმცა მათი ჩამოთვლა კიდევ შეიძლება: 1) მითი იმის შესახებ, რომ რუსეთს სურს საქართველო ხელახლა დაიპყროს და რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. 2) მითი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უანგაროდ ეხმარება, ან საერთოდ ეხმარება. 3) მითი იმის შესახებ, რომ რუსეთის და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ხოლო აშშ-ს და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
მაშ ასე, დავიწყოთ თავიდან.
1) მითი იმის შესახებ, რომ რომ რუსეთს სურს საქართველო ხელახლა დაიპყროს და რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს.
მარტივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა. ჯერ მსოფლიო ქვეყნების ისტორიას გადავავლოთ თვალი. ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ [...]


კიდევ ერთი შეჯიბრი

Saturday Feb 27, 2010

ნორჩი ფეხბურთელებისთვის ხელშეწყობა და მათი წახალისება ერეკლე მეორის საზოგადოებისთვის უკვე ტრადიციად იქცა.  გასული წლის 7 ნოემბერს, ერეკლე მეორის დაბადების დღეს, საზოგადოებამ მცხეთაში უმასპინძლა ასეთ ტურნირს და გამარჯვებულისთვის ერეკლე მეორის სახელობის თასი დააწესა.  წელს კი ერთკვირიანი ტურნირის ერთ-ერთი ხელშემწყობი გახდა, კერძოდ, საფეხბურთო კლუბმა ”ბერმუხამ” ხელოვნურსაფარიან მოედანზე 1997-98 და 1999-2000 წლებში დაბადებულ მოზარდთა შეჯიბრი მოაწყო მინი ფეხბურთში.  მასში მონაწილეობდნენ ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოს, თბილისის, კასპის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, სამტრედიის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და მცხეთის გუნდები.  ეს შეჯიბრი მიზნად ისახავდა ნორჩ ფეხბურთელთა ერთმანეთთან დამეგობრებას, მათი სპორტული დონის ამაღლებას და განსაკუთრებით ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენას.
შეჯიბრმა მაღალ დონეზე ჩაიარა. რაც მთავარია, მოზარდებისთვის ეს დიდი მოვლენა იყო.  სხვა ოფიციალურ პრიზებთან ერთად ერეკლე მეორის საზოგადოებამ ნორჩ ფეხბურთელებს გადასცა საზოგადოების მიერ დაწესებული თასები, კალენდრები ერეკლე მეორის გამოსახულებით და ახალგამოცემული პოეტური ალმანახი ”აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი”.  ერეკლე მეორის საზოგადოება კვლავაც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს მოზარდთა ფიზიკურ გაჯანსაღებასა და მათ სპორტულ დახელოვნებას.
თ. თვალიაშვილი
ერეკლე მეორის საზოგადოების წევრი


საქართველოსა და რუსეთის ხალხთა მეგობრული და კულტურული კავშირები საუკუნეებითა და დიდ ადმიანთა სახელებითაა შედუღაბებული

Tuesday Feb 23, 2010

რუსეთისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაბადებამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე დაიწყო (ეს იმ შემთხვევაში, თუ ათვლას დავიწყებთ მოსკოვში ქართული სლობოდას გახსნიდან), 350 წელს ითვლის და ურთიერთობათა მდიდარი მოვლენებითაა სავსე.  ამასთანავე, თითქმის 200 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაკავშირებდა საერთო ისტორია და მჭიდრო კულტურული, სულიერი და ეკონომიკური კავშირები.  ბოლო ოცი წლის ქართულ-რუსული ურთიერთობების ლოგიკური ახსნა შეუძლებელია, რადგან ისინი არ ასახავს ორი მეგობარი და მართლმადიდებელი ხალხის ჭეშმარიტ ინტერესებს. ხალხს აწუხებს და გულს სტკენს პროცესები, რომლებიც თითქმის ყველაზე უფრო ახლობელ ორ ერს შორის მიმდინარეობს.  მათი კავშირები მჭიდროა, მრავალია შერეული ქორწინება, მჭიდროა კულტურული და სულიერი ერთობა.  დღეს არსებული არამეგობრული დამოკიდებულება ვერ მოემსახურება ვერც საქართველოსა და ვერც რუსეთის ინტერესებს.  ისინი განსაკუთრებით მწვავედ აისახება ქართველ ხალხზე და მის მომავალზე.  ბოლო ათწლეულების დამოკიდებულება, რომელიც ყოფითი უთანხმოებით დაიწყო და მივიდა – შეიარაღებულ კონფლიქტამდე, საქართველოს სახელმწიფოს რღვევამდე და რუსეთთან ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე, ყოველმხრივ ართულებს ქართველი ხალხის ცხოვრებას, ხელს უშლის მას მსოფლიო საზოგადოებაში ღირსეული [...]


მეორე პოეტური რუსულ-ქართული ალმანახი გამოიცა…

Thursday Feb 18, 2010

,,აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი” ერეკლე მეორის საზოგადოების მეორე ლიტერატურული გამოცემაა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ისტორიული და კულტურული კავშირების უკეთ გაცნობას ემსახურება.
1837 წელს, როდესაც რუსეთში ალექსანდრ პუშკინი მოკლეს, საქართველოში ილია ჭავჭავაძე დაიბადა. – ასე იწყებოდა პოეტური ალმანახის პირველი ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრ პუშკინის პოეტური შედევრები იყო წარმოდგენილი. არც აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი შეურჩევიათ შემთხვევით. ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის თქმით, მათი შემოქმედება არის ხალასი ნიჭის გამობრწყინება, რომელშიც მკითხველი ხედავს მოქალაქეობრივი ვა¬ლის მძაფრ შეგრძნებას, ესმის ამღერებული ლექსის მელოდია, ემორჩილება სტროფების ძალას…
- ოცი წელიწადია, ქართველები და რუსები გაუცხოვდნენ ბინძური პროპაგან¬დის წყალობით, – გვითხრა არჩილ ჭყოიძემ, – თავის დროზე ეს ორი დაახლოებული ერი ერთმანეთს იარაღითაც დაუპირისპირდა. მრავალმა ჩვენმა პოლიტიკოსმა თუ საზოგადო მოღვაწემ კი, საერთოდ, გონი დაკარგა და პუშკინის ძეგლის აღება მოითხოვა. თურმე აღარ უნდა წავიკითხოთ პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი… აი, ასეთმა პროპაგანდამ გაგვაუცხოვა ერთმანეთისგან.
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, პუშკინი, ლერმონტოვი… რომელიმე ერთი ქვეყნის საკუთრება არ არიან, ამ ბუმბერაზი კლასიკოსი მწერლების შემოქმედება ნებისმიერი ერის [...]


ვაი კაცსა მას რომლისგან მოდის საცდური

Tuesday Feb 9, 2010

წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა კონსტანტინე პაიჭაძე
აღშფოთებული მრევლის თხოვნით ვნახე გადაცემა ,,ღამე შორენასთან ერთად”  რამაც გადამაწყვეტინა დამეწერა ეს წერილი. უნდა ავღნიშნო ის, რომ ნანახმა ჩემში გაგონილის გაზვიადებულობა განაქარვა. გადაცემა რომელიც შეეხებოდა ქალწულების ინსტიტუტს. თავისი შინაარსით იწვევს არა მარტო შინაგან პროტესტს აღვირახსნილობის წინაამღდეგ, არამედ აშკარაა მისი მიზანდასახულობა როგორც ეკლესიის სწავლების ასევე ეროვნულ ტრადიციათა მოშლის წინაამღდეგ.
   გაუგონარი ცინიზმისა და დაცინვის მსხვერპლი გახდა ამ გადაცემის წამყვანისაგან ისინი ვისაც განუზრახავს ქალწულზე ქორწინება. ხოლო დედა რომელმაც გამოთქვა სურვილი. რომ მას უნდა თავისმა შვილმა ქალწულზე იქორწინოს წამყვანმა მის შესახებ ყველას ამცნო ,,ფრთხილად ასეთი დედებიც არსებობენ”-ო. ამ ქალბატონის მთელი დანაშაული და გაკიცხვის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ სახალხოდ განაცხადა თავისი, ზემოდ აღნიშნული სურვილი.
   არ მგონია ამ გადაცემას საზოგადოების უმეტეს საწილში აზრის მხარდამჭერები გამოჩენოდა, არც ის მგონია დიდად საჭიროებდეს ჩვენი საზოგადოება ამ საკითხის განმარტება-განხილვას საიმისოდ, რომ ეს თემა მისაღებია თუ არა, ან ის რომ ვინმე არ შეცდეს, არ ცდუნდეს და არ აღმოჩნდეს ამ აღვირახსნილობის უნებლიე თანამოაზრე. [...]


დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია

Monday Feb 1, 2010

დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის ორგანიზატორებმა 2010 წლის 29 იანვარს, დღის 12 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში” კონკურსის შედეგები გამოაცხადეს.  ამავე დღეს კონკურსის ლაურეატები და ნომინანტები სასტუმრო “შერატონ-მეტეხი პალასში” შეიკრიბნენ, სადაც მათ ლაურეატის დიპლომები გადაეცათ. საღამოს შეხვედრის მონაწილეებს ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მიესალმა პრემიის დამფუძნებელი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე, ალექსანდრე ებრალიძე.
ერეკლე მეორის საზოგადოების პრესმდივანი, ქ-ნი ეკა სხირტლაძე შეხვდა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორს, ქალბატონ ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძეს და მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
ქალბატონო ნანა, როგორ ჩაიარა კონკურსმა და მიაღწიეთ თუ არა მოსალოდნელ შედეგს?
- კონკურსი ძალზე საინტერესოდ წარიმართა.  მსგავსი კონკურსების ჩატარებაში გამოუცდელობის გამო დახმარებისათვის მწერალთა კავშირს მივმართეთ.  ქალბატონი მაყვალა და მწერალთა კავშირის სხვა წევრები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ კონკურსის გამოცხადებას, რადგან, მავანთაგან განსხვავებით, მასში არავითარი პოლიტიკური შტრიხი არ დაუნახავთ. თუმცა მოგვიანებით, როდესაც კონკურსში მონაწილე მწერლებს თავიანთი კოლეგა მწერლები დაუპირისპირეს და მწერალთა კავშირზე უსაფუძვლო თავდასხმები დაიწყეს, ჩვენ ვთხოვეთ ქალბატონ მაყვალას ოფიციალურად განეცხადებინა, რომ პირადად იგი და მწერალთა კავშირიც ემიჯნებოდნენ აღნიშნულ კონკურსს, თუმცა მასში მონაწილეობა მაინც [...]


ერეკლე მეორის საზოგადოებამ გახსნა რუსული და ქართული ენების უფასო შემსწავლელი კურსები

Thursday Jan 21, 2010

გუშინ, 2010 წლის 20 იანვარს, ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში ჩვეულებრივზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი.  აქ იყვნენ საზოგადოების წევრები, გულშემატკივრები, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლები, თუმცა ტელეკამერები ძირითადად რუსულ ტელეარხებს ეკუთვნოდა.  როგორც ყოველთვის, ერეკლე მეორის საზოგადოების ღონისძიებით დაინტერესდა ტელეკომპანია “ალანია” (მართალია იგი დღეს სხვა სახელწოდებით მაუწყებლობს, მაგრამ ჩვენ კვლავ ამ ლამაზი სახელით ვიხსენიებთ).  რუსულენოვანი ჟურნალისტების სიმრავლე კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ დღეს, 14:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოება აწყობდა რუსული და ქართული ენების უფასო შემსწავლელი კურსების პრეზენტაციას.
ამ პროექტის განხორციელებას საზოგადოება დიდი ხანია გეგმავს.  ამის შესახებ ჯერ კიდევ საზოგადოების გახსნის დღეს განვაცხადეთ.  მას შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა.  ვიმედოვნებდით, რომ რაიმე სოლიდურ დახმარებას მივიღებდით რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების მხარდამჭერებისაგან.  უნდა აღინიშნოს, რომ მორალური მხარდაჭერა და თანადგომა გაგვიწია მრავალმა ქართველმა თუ რუსმა კოლეგამ.  ჩვენს შესახებ ინფორმაციას ისინი ათავსებენ თავიანთ საიტებზე, აქვეყნებენ ჟურნალ-გაზეთებში.  განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პეტერბურგში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ბატონ ალექსანდრე ებრალიძეს, რომლის პირადი შემოწირულობით გამოვუშვით გაზეთის რამდენიმე ნომერი და პოეტური ალმანახი. რეალობამ გვიჩვენა, რომ [...]


ანონსი-რუსული და ქართული ენების შემსწავლელი კურსების შესახებ

Saturday Jan 9, 2010

ერეკლე მეორის საზოგადოება ასრულებს დანაპირებს და ხსნის რუსული და ქართული ენებისა და ლიტერატურის  შემსწავლელ კურსებს.
ჩვენი საზოგადოების სურვილი იყო გაეხსნა უფრო მასშტაბური კურსები, რადგან როგორც რუსული, ისე ქართული ენის შესწავლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა,  მაგრამ ერეკლე მეორის საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულმა ნეგატიურმა კამპანიამ და ზეწოლამ საქართველოში მოქმედი ბიზნესმენები აიძულა თავი შეეკავებინათ კურსების დაფინანსებისაგან. სწორედ უსახსრობის გამო კურსები გაიხსნება ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. N15). საბედნიეროდ საზოგადოების წევრთა რიგებში აღმოჩნდნენ სპეციალისტები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი უსასყიდლოდ და მაღალკვალიფიციურად ჩაატარონ ლექციები და ახალგაზრდებს (რომლებსაც არა აქვთ საშუალება, მაგრამ აქვთ სურვილი) შეასწავლონ როგორც ქართული ასევე რუსული ენა, კულტურა და ისტორია.
ერეკლე მეორის საზოგადოება მადლიერებით შეხვდება ნებისმიერ შემოწირულობას, რომელსაც ამ კეთილშობილური საქმისთვის გაიღებენ ქართველი თუ რუსი ბიზნესმენები ან კერძო პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით და მიზანშეწონილად თვლიან ერეკლე მეორის საზოგადოებისთვის ხელშეწყობას.


ერეკლე მეორის საზოგადოება მოუწოდებს ჟურნალისტებს ნუ იქნებიან ,,ბრმა იარაღად” გამოყენებულნი

Wednesday Dec 30, 2009

ერეკლე მეორის საზოგადოება უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ტელეკომპანია იმედის მიერ ამ ბოლო დროს გაშვებული ანტიმართლმადიდებლური სიუჟეტების გამო. სულ რაღაც ერთი თვის წინ ვახო სანაიას გადაცემაში შეურაცხმყოფელ ფერებში დახატეს რუსეთის პატრიარქი კირილი, დაადანაშაულეს იგი სასულიერო პირისათვის შეუფერებელ  ქმედებებში.  იმავე სიუჟეტში რუსეთის პატრიარქს დაუპირისპირეს  განკვეთილი მღვდელი გლებ იაკუნინი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი ნოვოდვორსკაია. ამ ფაქტს მოჰყვა ერეკლე მეორის საზოგადოებისა და ევრაზიის ინსტიტუტის წევრებისა და მხარდამჭერთა მწვავე პროტესტი, რომელიც მათ იმედის ტელეკომპანიის წინ საპროტესტო აქციით გამოხატეს, რომელიც, სამწუხაროდ, ტელეიმედს არ გაუშუქებია.
დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო (სხვათა შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის წინასაახალწლო ინტერვიუში აღიარა ხელისუფლების ბრალეულობა ამ ურთიერთობებში) საქართველო-რუსეთს შორის ვითარება უკიდურესად  დაძაბულია, ტელეარხი იმედი ყველაფერს აკეთებს რათა გააღრმავოს ორ ერთმორწმუნე ერს შორის შუღლი და გაავრცელოს ცილისმწამებლური ინფორმაციები რუს და ქართველ სასულიერო პირებზე, ხოლო კანონიკური შეფასებების მისაცემად ეთერს უთმობს არა კომპეტენტურ სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, არამედ ბასილ კობახიძის მსგავს განკვეთილ მღვდლებსა და ბატონ ლადარიას მსგავს ექსპერტებს.  ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ განმეორდა [...]


გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეშობას!

Wednesday Dec 30, 2009

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო ერთგულო მკითხველო,

გავიდა საქართველოსთვის კიდევ ერთი მძიმე და ამავდროულად მოვლენებით აღსავსე ერთი წელი. ერეკლე მეორის საზოგადოება ზუსტად ერთი წლისაა.  ჩვენ ოფიციალურად სწორედ 2008 წლის 31 დეკემბერს დავფუძნდით.  ორგანიზაცია მე და ჩემმა სამმა მეგობარმა შევქმენით, დღეს კი ჩვენს რიგებში საქართველოს ასობით მოქალაქეა გაერთიანებული.  ჩვენ გვყავს ერთგული მხარდამჭერები ბათუმსა და ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში და საჩხერეში, ბორჯომში, ხაშურში და გორში, საგარეჯოში, თელავში და, რა თქმა უნდა, თბილისში.  ჩვენ გამოგვიჩნდა მრავალი მხარდამჭერი და მეგობარი საქართველოს ფარგლებს გარეთაც, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაში, რაც სავსებით ლოგიკურია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე.  ჩვენ გავიჩინეთ მტრებიც, როგორც შინ, ისე გარეთ, რაც ასევე ლოგიკურია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ არ ვნანობთ, რადგან დღეს საქართველოში უკვე მრავალი ალაპარაკდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ეს აზრი მძიმედ, მაგრამ მაინც იმკვიდრებს ადგილს ქართულ საზოგადოებაში. რუსეთის საზოგადოებაშიც გამოჩდნენ ძალები, რომლებიც უკვე სკეპტიკურად აფასებენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და დაუშვებლად მიაჩნიათ ორ [...]