ანონსი

ოთხშაბათს, 17 აპრილს, 13.00 საათზე, სასტუმრო ,,ამბასადორში” (შავთელის ქ. #13) გაიმართება კონფერენცია თემაზე ,,ჰაოს-ქართლოსიდან დღევანდელობამდე”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ერეკლე მეორის საზოგადოება და თბილისის სომეხთა ანსამბლეა. კონფერენციაზე განიხილავენ ქართულ-სომხურ ურთიერთობებს, ისტორიის გაყალბების მცდელობებს, რასაც შეგნებულად აკეთებს ზოგიერთი სომეხი და ქართველი ისტორიკოსი, ხოლო მათი ტირაჟირება ხდება დაინტერესებული პოლიტიკოსების მიერ. ყველა უპასუხისმგებლო განცხადება მიმართულია ორ უძველეს მოძმე ერს შორის შუღლის ჩამოგდებისკენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას არც საქართველოს და არც სომხეთის საზოგადოებამ.  კონფერენციაზე წუთიერი დუმილით მოიხსენიებენ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთ, ხოლო ერეკლე მეორის საზოგადოება და თბილისის სომეხთა ანსამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას აღიაროს სომეხი ხალხის გენოციდი, რომელიც თავისი სიმწვავით ჰოლოკოსტის ტოლფასია, მით უმეტეს, რომ იგი აღიარა დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ. კონფერენციზე ერეკლე მეორის საზოგადოება და თბილისის სომეხთა ანსამბლეა ხელს მოაწერს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ღიაა სხვა დიასპორებისთვისაც. კონფერენციის მუშაობაში, ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები გამოჩენილი სომეხი საზოგადო მოღვაწეები.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური

ტელ: +995 91 111595. +995 99 722347:

ანონსი

25 მარტს, დღის 12 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოება გამართავს ბრიფნგს საზოგადოების კახეთის კოორდინატორებისა და საინგილოში მცხოვრები მხარდამჭერების მონაწილეობით. საუბარი იქნება საინგილოში ქართულენოვანი და ქრისტიანული აღმსარებლობის მოსახლეობის უფლებების დარღვევების შესახებ. თვითმხილველები ჟურნალისტებს გააცნობენ აზერბაიჯანის საზღვართან, ქართულ სოფელ ერისიმედში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტებს. ბრიფინგის მიზანია ქართველ ჟურნალისტთა – უპირველეს ყოვლისა კი საზოგადოებრივი ტელევიზიის ყურადღება მიაპყროს დღეს საინგილოში შექმნილ შემაშფოთებელ ვითარებას და ხელი შეუწყოს როგორც საინგილოს, საქართველოს მხრიდან მისი მომიჯნავე სოფლების მოსახლეობის პრობლემების გამომზეურებასა და გადაჭრას. 
 ბრიფინგი გაიმართება ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. 15)
 ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური
 ტელ: 599 722347; 591111595

ანონსი

პარასკევს, 1 თებერვალს, 14:00 საათზე,  საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  ,,რია-ნოვოსტის“ თბილისის ოფისში (რუსთაველის 2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩის მხრიდან, მე-8 სართული),  გაიმართება პროექტის ,,ცოდნა საუკეთესო ხიდია“-ს ფარგლებში არსებული  რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების  გახსნის ცერემონიალი.

 გასაუბრების პერიოდში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ყველა მსურველის დაკმაყოფილება შეზღუდული ადგილების გამო და დაკომპლექტდა მსმენელთა 6 ჯგუფი. შესაბამისად 120 ახალგაზდა  6 თვის მანძილზე დაეუფლება რუსულ ენასა და ლიტერატურას, ასევე მოისმენს ლექციებს რუსეთის ისტორიისა და ღვთისმეტყველების შესახებ. სწავლების მიდმინარეობისას სტუდენტებს ჩაუტარდებათ პერიოდულად  შუალედური გამოცდები, ხოლო პროექტის დასასრულს შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე გადაეცემათ სერტიფიკატები.  

პროექტი შექმნილია ,,ერეკლე მეორის საზოდაეობის“ ინიციატივით და  ფონდ ,,რუსკი მირის“  დაფინასებით. ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: უკვე ჩარიცხული მსმენელები, პროექტში მონაწილე პედაგოგები, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური

ტელ: +995 32 950364:   +995 99 722347:    +995 91 111595.

პრესრელიზი

შაბათს, 19 იანვარს, 13:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით, წიწამურში, ილიას ძეგლთან მოეწყობა აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: პეტრე მამრაძე, თეიმურაზ ქორიძე, გივი სომხიშვილი, მიხეილ აიდინოვი და სხვები. აქციაზე გამომსვლელები და ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები შეუერთდებიან ფართო საზოგადოების მოთხოვნას პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე. აქციის ორგანიზატორები ილიას ძეგლთან ნათლიღების დღეს აქციის ჩატარებას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ. ერის სულიერი მამა, წმინდანად შერაცხული ილია მართალი საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სიტყვის მასალად სჭირდება.  წიწამურის ძეგლი არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შორს იყო და არის ყოფილი ხელისუფლების სიტყვები მათ ქმედებებთან.  ეს გაპარტახებული კომპლექსი ნათელი დადასტურებაა იმ სულიერი და ეკონომიკური გაპარტახებისა, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში განიცადა ქვეყანამ.

აქციის წევრები მოუწოდებენ პრეზიდენტს და ნაცმოძრაობის კონტროლირებად მასმედიას, განსაკუთრებით ,,რუსთავი-2″ -ის ჟურნალისტებს, რომლებიც ინტრიგების ხლართვით არიან დაკავებული და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ეწევიან, მოვიდნენ და ნახონ ერის გაპარტახების მცდელობის თვალსაჩინო მაგალითი.  იმავდროულად, აქციის მონაწილენი სთხოვენ დღევანდელ ხელისუფლებას, საქმიან წრეებს, ყველას ვისაც ხელეწიფება, იზრუნონ ძეგლის რეკონსტრუქციისთვის, მით უმეტეს, რომ იგი საქართველოს სამხედრო გზის ყველაზე თვლსაჩინო ადგილას მდებარეობს.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური

ტელ: +995 32 950364:   +995 99 722347:    +995 91 111595.

ანონსი


ხუთშაბათს,  22 ნოემბერს, 13:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოება დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან ერთად  გამართავს საპროტესტო აქცია-ბრიფინგს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან  (მ. აბდუშელიშვილის ქ. №1) როგორც უცხო ქვეყნის ასევე საქართველოს მოქალაქე პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით.

აქციის დასასრულს ერეკლე მეორის საზოგადოების წევრთა ხელმოწერები  პოლიტპატიმრების განთავისუფლების თაობაზე გადაეცემა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური

ტელ: +995 32 950364:   +995 99 722347:    +995 91 111595.

პრესრელიზი

პარასკევს, 2 ნოემბერს, 13:00 საათზე, საერთაშორისო სააგენტო  ,,რია-ნოვოსტის“ თბილისის ოფისში (რუსთაველის 2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩის მხრიდან, მე-8 სართული), ერეკლე მეორის საზოგადოება გამართავს ბრიფინგს, სადაც საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის საზიანო კანონია, დაბრკოლებას ქმნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების გზაზე და ამავდროულად არანაირად არ უწყობს ხელს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრობლემის მოგვარებას. ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები ასევე თხოვნით მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, გაანთავისუფლონ ყველა ის პიროვნება, რომლებიც ამ მახინჯი კანონის გამო იხდიან სასჯელს საქართველოს ციხეებში.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური

ტელ: 2145110; 599 722347

პრესრელიზი

22 აგვისტოს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე საერთაშორისო სააგენტო  ,,რია-ნოვოსტის“ თბილისის ოფოსში (რუსთაველის 2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩის მხრიდან, მე-8 სართული) გაიმართება ბრიფინგი, სადაც ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე საზოგადოების სახელით ჯურნალისტებს გააცნობს თხოვნის წერილს, რომელიც გაეგზავნება რუსეთის პატრიარქს, მის უწმინდესობას კირილს.  დოკუმენტი შეიცავს თხოვნით მიმართვას, რათა შეწყდეს ყოფილი სამხრეთი ოსეთის ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ამ ისტორიული ნაწილის სრული დაშლისაკენ. ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის მოსაზრებით ეს პროცესები ატარებენ ანტიისტორიულ, არაგუმანურ და არაკანონიერ ხასიათს. რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ტრადიციოული მართლმადიდებლური ღირებულებების შელახვა.

ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ: ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები, საზოგადოების თავმჯდომარე და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნულ დოკუმენტს.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრეს-ცენტრი.

ტელ. (995 99) 722347;  (995 91) 111595.

http://localhost/erekle-2.ge/

პრესრელიზი

პარასკევს, დღის 12 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოება, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, გამართავს „მრგვალ მაგიდას“ თემაზე: „მასმედიის ორი სახე და ორმაგი სტანდარტები“, სადაც განხილული იქნება საქართველოს მასმედიის საშუალებათა პრობლემები, მოვლენათა მიკერძოებული გაშუქებით მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი და სხვა სერიოზული ხარვეზები, რომლებიც დამახასიათებელია როგორც სახელისუფლებო არხებისთვის და გაზეთებისთვის (‘იმედი’, ‘რეალ-ტვ’, 24-საათი და სხვა), ისე ოპოზიციურისთვის (‘კავკასია’, ‘მე-9 არხი’, ‘ასავალ-დასავალი’ და სხვა).

მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის ოფისში (გრიბოედოვის სახელობის თეატრის შენობა, მე-8 სართული, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩიდან).

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესცენტრი

ტელ: 2950364;  599 722347

ანონსი

ოთხშაბათს, 9 მაისს, დღის 12 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოება აწყობს დოკუმენტური ვიდეო-ფილმის „მედლის ორი მხარე“ მომდევნო გამოშვების პრეზენტაციას.  ფილმი ეხება საქართველოში სამამული ომის მონაწილეთა დუხჭირ ცხოვრებას, ასევე ომში დაღუპლთა საძმო საფლავებისა და ძეგლების სავალალო მდგომარეობას.  ფილმის პრეზენტაცია გაიმართება საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ ოფისში.  ღონისძიებას დაესწრებიან ომის ვეტერანები, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

ამავე დღეს ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები გვირგვინებით შეამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს ვაკის გამარჯვების პარკში, სადაც ჩაატარებენ გეორგიევსკის ბაფთების აქციას და მოინახულებენ კუკიის საძმო სასაფლაოს.  ღონისძიების დასასრულს საზოგადოების წევრები ეწვევიან დავრდომილ ომის მონაწილეებს და გადასცემენ საჩუქრებს.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესცენტრი

ტელ: 599 722347

პრესრელიზი

27 მარტს, 13:00 საათზე „რია ნოვოსტის“ თბილისის ფილიალის ოფისში (რუსთაველის 2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩის მხრიდან, მე-8 სართული)  გაიმართება ფონდ „რუსკი მირის“ და ერეკლე მეორის საზოგადოების ერთობლივი პროექტის „ცოდნა საუკეთესო ხიდია“ კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიალი. ღონისძიებას დაესწრება, სიტყვით მიმართავს და დააჯილდოვებს რამოდენიმე წარჩინებულ კურსდამთავრებულს საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი პეტრე მამრაძე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.

ერეკლე მეორის საზოგადოების პრესცენტრი.

საკონტაქტო ტელეფონები: 591 111595; 599 722347.