გოგა ქუჩულორია: „ერეკლე მეორის საზოგადოება მთელს საქართველოში ეწევა ქართულ საქმეს“.

 

 

 

ინტერვიუ დასავლეთ საქართველოში „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელ გოგოა ქუჩულორიასთან.

- რა საქმიანობას ეწევა სამეგრელოშიერეკლე მეორის საზოგადოება“?

- ამ კითხვაზე მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი, რომ „ერეკლე მეორის საზოგადოება“ არამარტო სამაგრელოში, არამედ მთელს საქართველოში ეწევა ქართულ საქმეს.

- ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის მეფე იყო რატომ უნდა ხალხს“ ერეკლე მეორის საზოგადოება“ სამეგრელოში?

- დიახ, ერეკლე მეორე იყო ქართლ-კახეთის მეფე, მაგრამ ჩემი აზრით ის საქართველოში იყო პირველი პოლიტიკოსი, გენიალური პიროვნება. მან არამარტო ქართლ-კახეთი, არამედ მთელი საქართველო იხსნა გადაშენებისგან. იყო დრო როდესაც საქართველოს მოსახლეობა 400 ათასი იყო დარჩენილი და ერეკლემ თავისი დიპლომატიური სვლებითა და ჭკუაგამჭრიახობით დადო გეორგიევსკის ტრაქტატი და ამ გადაწყვეტილებით არამარტო ქართლ-კახეთი, არამედ მთელი საქართველო გადაარჩინა.

- რამდენად არის დაინტერესებული დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თქვენი იდეებით?

-  ჩვენი იდეებით დასავლეთ საქართველოს საზოგადოება არამრტო დაინტერესებულია, არამედ ცხოვრობს. დღეს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის 60% არის მიგრაციაში რუსეთში, მთელი სამეგრელო, გურია, იმერეთი გადახვეწილია რუსეთში და შემოსავალი განსაკუთრებით სამეგრელოს აქვს რუსეთიდან. ამერიკას საქართველოსთვის არაფერი არ მოუტანია დადებითი ომისა და ვაი-ვაგლახის გარდა. ამიტომ უბრალოდ დაინტერესებული კი არ არის მოსახლეობა ჩვენი იდეებით, ისინი ჩვენი იდეებით ცხოვრობენ.

- რამდენი თანამშრომელი ჰყავს თქვენს ორგანიზაციას დასავლეთ საქართველოს მასშტაბით?

- დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს 2500-მდე თანამშრომელი.

- რა ღონისძიებებს ატარებთ იმისათვის, რომ მოსახლეობამ გაიცნოს თქვენი ორგანიზაცია?

- ჩვენს ორგანიზაციას დასავლეთ საქართველოში უამრავი ადამიანი იცნობს. მათი ინტერესი დიდია, გვაქვს ერთმანეთში კონსულტაციები, იდეების გაცვლა. ხშირად იგეგმება მსგავსი ღონისძიებები და ვხვდებით მოსახლეობას.

- „ერეკლე მეორის საზოგადოება“ პრორუსულ ორგანიზაციად აღიქმება საზოგადოების ნაწილში, ასეა ეს თუ არა?

- ასეთ საზოგადოებას მე საზოგადოებად არ ვთვლი. იმათ თვალში აღიქმება

პრორუსულად ვინც გრანტებზე ყიდის დღეს საქართბელოს, ლიბერალების თვალში, ბოკერიების, ჩერგოლეიშვილების, ვაჭარააძეების და დეისაძეების თვალში. ღირსეული ქართველების თვალში ჩვენი ორგანიზაცია პრორუსულად არ აღიქმება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ მომავალ თაობასთან. დღეს საქართველოში არსებობს ისეთი მედიასაშუალებები, როგორიცაა ჯაჯანიძისა და ჟორჟოლიანის  შოუ, სადაც ტვინს ურეცხავენ მომავალ თაობას და გვსურს ვიმოქმედოთ მათ საპირისპიროდ. ახალ თაობას უნდა დავანახოთ ნათელი გზა, რომ საქართველო არ მივიდეს გადაშენების პირას. უნდა დავუპირისპირდეთ პროდასავლურ პროპაგადნას, რომელიც აგვარებს და აჯიშებს ხალხს. აი ეს არის ჩვენი მიზანი.

- რას იტყვით ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე?

- 1991წელს, როდესაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის დღე მას მოჰყვა სამოქალაქო ომი, რომელსაც დღესაც საზოგადოების ნაწილი აბრალებს, რომ ეს იყო რუსეთის პროვოცირებული. შემდეგ მოჰყვა კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რა თქმა უნდა რუსეთს საქართველოს თერიტორიების 20%აქვთ ოკუპირებული, იყო მათი შეცდომებიც ასევე ჩვენიც. 8 აგვისტოს ომშო დიდი როლი ითამაშა დასავლეთის ფაქტორმა, რომლებმაც მოახდინეს ხელისუფლების პროვოცირება და შემდეგ რუსეთთან მარტო დაგვტოვეს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ დღეს რუსეთისთვის ოკუპანტის ძახილით არაფერი შეიცვლება, ეს არაფერს არ მოგვიტანს, ჩვენ გვინდა რუსეთთან გვქონდეს პირდაპირი დიალოგი, ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმნეთს, ჩვენ ვართ მეზობლები გვინდა თუ არა ეს და საჭიროა განიხილონ სავაჭრო ურთიერთობები, გაიხსნას ბაზარი, უნდა იყოს უვიზო რეჟიმი, უნდა აღდგეს ქართულ-რუსული ურთიერთობები.

ესაუბრა - სალომე დავლაშერიძე