გამოთხოვება დევი ბერძენიშვილთან

ბატონი დევი დაარსების დღიდანვე მხარში ედგა ერეკლე მეორის საზოგადოების ახალგაზრდა მხარდამჭერებს და თავისი სიდინჯითა და გონიერებით მისეულ კვალს აჩენდა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას.

 

მეტად ძნელია წარსულ დროში მოიხსენიო ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყო და გამორჩეული ღირსებით ატარებდა მართალი კაცის სახელს – მართალი ჟურნალისტი იყო, მართალი მოქალაქე და უღალატო მეგობარი; უხვსიტყვაობა არ უყვარდა, მაგრამ თხემით ტერფამდე სიკეთით სავსეს არასოდეს განელებია სხვათა თანადგომის უნარი.

მძიმეა ასეთ ადამიანთან გამოთხოვება, მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებელია.

ძვირფასო ბატონო დევი, მადლობას გიხდით თქვენი ამქვეყნიური ცხოვრებისთვის და მწუხარებით გაცილებთ მარადიული სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე.

ერეკლე მეორის საზოგადოების სახელით

არჩილ ჭყოიძე, თემურ თვალიაშვილი, მაია ხინჩაგაშვილი, ნანა ჯაფარიძე, მანანა ტურაშვილი, სოლომონ ხოდელი.