გაძარცულია ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისი


გუშინ გაძარცვეს ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისი, რომელიც მდებარეობს უზნაძის 15-ში, იმ ისტორიულ შენობათა კომპლექსში, რომლის აქტიური რესტავრირება მიმდინარეობს.  მოპარულია კომპიუტერი, ორი მონიტორი, პრინტერ-კომბაიანი, სამონტაჟო აპარატურა – რომლითაც ხდებოდა დოკუმენტური ფილმების “მედლის ორი მხარე” მონტაჟი და ასევე სხვა წვრილმანი ნივთები. ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არ იყო უბრალო ქურდობა, ვინაიდან, მათი ოფისის გვერდით მრაალი სხვა ოფისია, სადაც ბევრად უფრო ძვირადღირებული ტექნიკაა დამონტაჟებული.  როგორც ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, ერთი თვის წინათ, როდესაც ელექტრონულ ქსელში გავიდა მათ მიერ გადაღებული აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგო ფილმი,  უხეში ჰაკერული თავდასხმა მოხდა მათ ვებგვერდზე,

 

რის შედეგადაც ვებგვერდი მთელი კვირის განმავლობაში ვერ აღადგინეს. ეს ქურდობა კი დროში დაემთხვა ომის ვეტერანთა შესახებ გადაღებული ფილმის დემონსტრირებას და ერეკლე მეორის საზოგადოების მკაცრ განცცხადებას დავიტ გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ

არჩილ ჭყოიძე ამბობს, რომ იგი ვერავიზე ვერ მიუთითებს, რადგან შესაძლებელია უბრალო ქურდების ნამოქმედარიც იყოს, შეიძლება ხელისუფლებისაც, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მათ ინფორმაციის მოპოვების ბევრად უფრო “დახვეწილი” მეთოდები აქვთ, შესაძლოა ზოგიერთი რადიკალური დაჯგუფების ნახელავიც იყოს, რომლისთვისაც მიუღებელია მართალი სიტყვა, რომელიც ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ მომზადებულ მოკლე ვიდეოფილმებიდან ისმის. ამჟამად საზოგადოება მუშაობდა ფილმზე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მასმედიის საშუალებების შესახებ. ,,ამ ქურდობით ჩვენს საზოგადოებას სერიოზული ზიანი მიადგა, რადგან ყველა ნივთი იყო ჩვენი საზოგადოების წევრების პირადი შემოწირულობა.  მიუხედავად ამისა, ფილმი ქართული მასმედიის რეალობის შესახებ ივნისის ბოლოს მაინც გამოვა” – აცხადებენ ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები.