ეპოქალური 9 აპრილი

საქართველო ვერასოდეს დაივიწყებს 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან კვირას. ეროვნული ძალების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქცია სასტიკად დაარბიეს კომუნისტური ხელისუფლების მითითებით. ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი. დასახიჩრდა და მომწავლელი გაზის მოქმედებით დაავადდა ასობით მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

ეროვნული ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო 1დადგენილება 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადების შესახებ. ეს დღე არის როგორც გლოვისა და მწუხარების, ისე საამაყო და დიდი იმედის მომცემი დღე. სწორედ ამიტომაც მას მრავალ გადამწყვეტ მოვლენას უკავშირებს ქართველი ხალხი.

 

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები, მათ შორის 9 აპრილის აქციის მონაწილენიც, ღამით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ყვავილებით შეამკეს მემორიალი, ხოლო დღისით მთაწმინდის პანთეონს ეწვივნენ და პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საფლავებს, მე-20 საუკუნის 2მიწურულის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს, რომლებსაც ბედმა მოწამებრივი სიკვდილი არგუნა წილად.