პრესრელიზი

საქართველოში არ შემოუშვეს პოლიტოლოგი ისრაელიდან

დღეს დილით საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი პოლიტოლოგი ისრაელიდან, ავიგდორ ესკინი.  იგი თბილისში ჩამოფრინდა, რათა 15 სექტემბერს მონაწილეობა მიეღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში “თვითმყოფადობა და გლობალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები”. 

მრგვალი მაგიდის მასპინძელი ორგანიზაციაა ერეკლე მეორის საზოგადოება და აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის ხელშეწყობით. 

აღსანიშნავია, რომ ბატონი ესკინი არასოდეს გამოსულა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.  უფრო მეტიც, რუსეთიდან ქართველთა მასიური დეპორტაციის დროს იგი თავის გამოსვლებში  მხარს უჭერდა ქართველ ხალხს. 

ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები დიდ წუხილს გამოხატავენ იმ უხერხულობის გამო, რომელიც მის სტუმარს შეექმნა საქართველოში ჩამოსვლისას.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 13 სექტემბერს, 14:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოება აწყობს პრესკონფერენციას საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. 15).