“საქართველო და რუსეთი – ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით”

2010 წლის 25 მაისს, მოსკოვში, “მშვიდობისა და თანხმობის” ფედერაციის დარბაზში, “რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდის”, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის და რუსეთის ეროვნულ გაერთიანებათა კონგრესის ორგანიზებით გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული საღამო
“საქართველო და რუსეთი – ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით”.
დარბაზი დამსწრეებს ვერ იტევდა.  საღამოს ესწრებოდნენ საქართველოსა და რუსეთის ლიტერატურის, კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები, სამამულო ომის ვეტერანები და შრომის გმირები.  საღამო მიჰყავდა “რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტს, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს.  საღამო ძალზე ამაღელვებელი აღმოჩნდა. მოსკოვში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის რუს და ქართველ მონაწილეებს გადასცეს საჩუქრები, ასევე ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ გამოცემული რუსულ-ქართული პოეტური ალმანახი “სამარადისო დიდება გმირებს: 65 წელი”.  საღამოს ყველა წევრმა მიიღო მეორე პოეტური ალმანახი „აკაკი წერეთელი და მიხეილ ლერმონტოვი“ და რუსულ-ქართული გაზეთი „ერეკლეს გზა“, რომლებიც ასევე ერეკლე მეორის საზოგადოების მიერაა გამოცემული საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის, ალექსანდრე ებრალიძის მხარდაჭერით.

 

დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა ქართულ ცეკვებს.  აჭარულ, აფხაზურ და ოსურ ცეკვებს ასრულებდა ილიჩევსკის რაიონის ქართული შემოქმედებითი ჯგუფი.
მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს დაუვიწყებელი საღამოს ორგანიზებისათვის.  ისინი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ სტუმარს თბილისიდან, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს, არჩილ ჭყოიძეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ერეკლე მეორის საზოგადოების წევრთა საუკეთესო სურვილები გადასცა.
გთავაზობთ ა. ჭყოიძის გამოსვლას მოსკოვში, მხატვრულ-ლიტერატურულ საღამოზე
“საქართველო და რუსეთი – ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით” (თარგმანი რუსულიდან):
     „პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ,
ძვირფასო თანამემამულენო და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლებო,
ჩემთვის დიდი პატივია ასეთი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.  ჩვენი ორგანიზაცია, ერეკლე მეორის საზოგადოება, სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ კავლავ ერთად დავინახოთ ქართველები და რუსები, რათა აღდგეს ტრადიციული მეგობრობა და კეთილმეზობლური დამოკიდებულება, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში გამოირჩეოდნენ ჩვენი ხალხები;  და ამ ჰარმონიულ სიახლოვეში და ურთიერთპატივისცემაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება.
ის რაც დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის ხდება – არანორმალურია.  იგი ხელს აძლევს მხოლოდ ჩვენი ხალხებისა და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის დაუძინებელ მტრებს.  მადლობა ღმერთს, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, უბრალო ხალხი, ანუ მოსახლეობის ყველაზე ბრძენი ნაწილი, სწორედ ასე აღიქვამს არსებულ სიტუაციას.  ალბათ ამითაცაა გამოწვეული ის შეტევები მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რომელთა მოწმენიც ამ ბოლო პერიოდში ვართ.
რუსულ-ქართულ პოეტურ ალმანახებს და თავის მხრივ ერთადერთ რუსულ-ქართულ გაზეთს „ერეკლეს გზა“ თავიანთი წვლილი შეაქვს ორი ხალხის დაახლოებაში, მართალი ისტორიის სზოგადოებისათვის გაცნობაში.  ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.  როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა“.  სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში ვიღაცის უხილავი ხელი ცდილობს ამოძირკვოს მამა-პაპათა ნაღვაწი, ცდილობს ამოძირკვოს ჩვენი საერთო ისტორია.
მადლობა ღმერთს, მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია, შევიწროების მიუხედავად, დღეს სულ უფრო ხმამაღლა საუბრობს ხალხთა უფლებების შესახებ.  და მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარებიან.
ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრე ებრალიძეს.  ქართველ ბიზნესმენებს შორის იგი ერთადერთია, რომელიც აფინანსებს ჩვენს გამოცემებს, ასევე რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს.  ეს კურსები 2010 წლის იანვარში გაიხსნა და დღეისათვის უკვე 80 მსმენელი მეცადინეობს 6 ჯგუფში, მაგრამ მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.  ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში იზრდება ინტერესი რუსული ენისა და კულტურის მიმართ.
ჩვენ ასევე მადლობა გვინდა გადავუცადოთ პროფესორ ვლადიმერ ხომერიკს.  იგი, როგორც რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის პრეზიდენტი და როგორც საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, ძალზე სერიოზულ საქმეს აკეთევს, რომელიც ქების და დახმარების ღირსია ქართული და რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან.
ბევრი რამ მინდოდა თქვენთვის მეთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა ვიცი, რომ ასეთი სახის ფორუმი დიდი მოხსენებების ადგილი არ არის.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ ბედის, რომ პატივი მერგო თქვენთან ვყოფილიყავი ამ საზეიმო დღეს, თუმცა ნამდვილ ზეიმამდე ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს.
ნება მომეცით ჩემი გამოსვლა დავასრულო ანა ახმატოვას სიტყვებით:

Мы знаем что ныне лежит на весах,

И что совершается ныне,

Час мужества пробил на наших часах,

И мужество нас не покинет.

დიდი მადლობა და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.