ყველა გაჭირვებულის სიტყვა პრემიერ-მინისტრს!!!

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქართველ საზოგადოებას

2014 წლის 22 დეკემბერს 13 საათზე მთავრობის კანცელარიის შენობასთან (ყოფილი ცეკას შენობა), ჩატარდება აქცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პენსიონერები, უნარშეზღუდული პირები, ბანკის კრედიტებით დაზარალებულები და სხვა დაინტერესებული სოციალური და პროფესიული ჯგუფები.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია:

1. საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბოს შრომის შეფასების ერთიანი სისტემა სამუშაო ძალის მთელი ბაზრისათვის, რაც გახდება საფუძველი სოლიდარული პოლიტიკის გატარებისა ხელფასის სფეროში და საგადასახადო და სოციალურ პოლიტიკასთან ერთად მიმართული იქნება შემოსავლების უფრო სამართლიანი გადანაწილებისაკენ. ამ პოლიტიკის გატარების დანიშნულებაა არსებული მინიმალური ხელფასის ზღვარის გაზრდა და მისი ოდენობის შეძლებისდაგვარად მიახლოვება ქვეყანაში არსებული მაქსიმალური ხელფასის ოდენობასთან მათ შორის სხვაობის შემცირებით;
2. საქართველოს მთავრობამ ეროვნული შემოსავლების უფრო სამართლიანი გადანაწილებით მიაღწიოს რეალური, საარსებო მინიმუმთან მიახლოებული საპენსიო თანხის ოდენობის განსაზღვრას. 2015 წლის სექტემბრისთვის ძვალივით გადმოგდებულმა 10 ლარმა შეურაცხყოფილი დატოვა არა მარტო პენსიონერთა 690 000 – იანი არმია, არამედ აღაშფოთა მათი ოჯახის წევრები და სრულიად საქართველოს მოსახლეობა. დადგენილია, რომ თუ ჩინოვნიკები უარს იტყვიან ბიუჯეტიდან დანამატებისა და პრემიების სახით ასობით მილიონი ლარის უსინდისოდ მითვისებაზე, უზომოდ გაბერილი ხელფასებიდან კი მაღალანაზღაურებადი მოხელეები მოიჭრიან მინიმუმ 12 %-ს, ასაკობრივი პენსია მიაღწევს 360 ლარს;
3. აიკრძალოს კრიმინალური დაჯგუფება “ნაციონალური მოძრაობა” და დაისაჯონ მათი დამნაშავე ლიდერები, მათ მიერ 9 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოსახლეობის ძარცვით ნაშოვნი და “ოფშორებში” გატანილი 16 მილიარდი დოლარი

დაბრუნდეს საქართველოში და მოხმარდეს საქართველოს მოსახლეობასა და თითოეული ქართველი ოჯახის ფეხზე დაყენებასა და გაძლიერებას, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას, მათი საბანკო დავალიანებების დაფარვასა და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. ასევე, შეწყდეს ე. წ. პოლიტიკური ორგანიზაცია “ნაციონალური მოძრაობის” საბიუჯეტო დაფინანსება და 10 – ით მილიონი ლარის მათი საპარლამენტო ფრაქციისა და სხვა თანამდებობის პირების ხელფასებზე, დანამატებსა და პრემირებაზე ხარჯვა. გამონთავისუფლებული ფინანსური სახსრები მიემართოს, ასევე, საქართველოს მოსახლეობისა და თითოეული ქართველი ოჯახის ფეხზე დაყენებისა და გაძლიერებისაკენ.
4. საბანკო დაწესებულებებმა თავადვე შეაჩერონ აღსრულების პროცესი საცხოვრებელ ბინებზე პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღებამდე! გამოაცხადდეს, მინიმუმ, ერთწლიანი მორატორიუმი აღსრულებაზე.

ძვირფასო მეგობრებო!

მობრძანდით, მოიყვანეთ თქვენი ახლობლები და ნათესავები, მოიტანეთ დოკუმენტების ასლები იმ პრობლემების თაობაზე, რომლებიც შექმნილი გაქვთ რომელიმე სამთავრობო უწყების ან ჩინოვნიკის გამოისობით. ჩვენ ამ დოკუმენტებს ჩავაბარებთ მთავრობის კანცელარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, გავწევთ შუამდგომლობას და გავაკონტროლებთ მასზე რეაგირების პროცესს. დაგვიკავშირდით ოფისში მისამართზე: დ. უზნაძის ქ. №15, ან ტელ: 295 03, 64; 597 202 182, 551 202 183.

ყველა გაჭირვებულის სიტყვა პრემიერ-მინისტრს!!!
მოვითხოვთ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის დამკვიდრებას!!!
უარი პენსიას - 160 ლარს, მოვითხოვთ
ჩვენს კუთვნილ - 360 ლარს!!!
შეწყდეს ბანკის კრედიტებით დაზარალებულთა
გამოსახლება საცხოვრებელი ბინებიდან!!!

გელით ყველას! ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე!

საქართველოს თავისუფალი პროფკავშირული მოძრაობა
,,სამართლიანობა-სოლიდარობა”;
ერეკლე მეორეს საზოგადოება:
ბანკის კრედიტებით დაზარალებულთა ასოციაცია;
საქართველოს პენსიონერთა ლიგა