არჩილ ჭყოიძე: რა დროს პიონერებია?!

არჩილ ჭყოიძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება  და გმობსსოციალისტური საქართველოსყრილობის ჩატარებას ბათუმში.  ყრილობის მონაწილეები კი ქვეყნის საწინაარმდეგო მოქმედებებში დაადანაშაულა. გთავაზობთ ჭყოიძის განცხადებას.

რა დროს პიონერობაა?!

ასეთი ყრილობების ჩატარება არამცთუ ხელს უწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენას, არამედ პირიქით, სრულიად მავნებელია ყველა მიმართულებით. რა დროს პიონერობაა და რა შუაშია დაშლილი საბჭოთა კავშირის ჰიმნი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან?! ურთიერთობის აღდგენა სხვაგვარად უნდა მოხდეს, სხვა ფორმით და ფორმატით, და არა ისე, როგორც ამას ყრილობის ორგანიზატორები ხედავენ. რბილად რომ ვთქვათ, გამაოგნებელია, როდესაც პარტია ნეიტრალური საქართველოს ლიდერები რუსეთის ჯარის შემოყვანას გვთავაზობენ. ასევე გასაკვირია ისიც, რომ მათი არგუმენტები მხოლოდ საბჭოთა საქართველოს აღმშენებლობით შემოიფარგლება, რაც ფაქტია, და არც არავინ უარყოფს. მაგრამ არავის გახსენებია ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეჰქონდა ამ დიდი საბჭოთა მანქანის ფუნქციონირებაში, მათ შორის, ის მსხვერპლი,

რომელიც მან გაიღო: პროცენტული მაჩვენებლით უპრეცედენტო რაოდენობა (400 000 ადამიანი) ომში დაღუპულებისა და დასახიჩრებულების (300 000 ადამიანი); დახვრეტილი და გადასახლებული ქართული ინტელიგენცია; დანგრეული ეკლესია-მონასტრები და მრავალი სხვა. კომპარტია და საბჭოური სოციალიზმი თვით რუსეთისთვისაც კი გუშინდელი დღეა და ამიტომ არარეალურად მეჩვენება ამგვარი გზით რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. დამოუკიდებელი საქართველო ვერ იქნება ერთვექტორიანი პოლიტიკის ქვეყანა, ასე იყო ოდითგან და კვლავაც ასე რჩება. თავისი ისტორიის მანძილზე ერთვექტორიანი პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ მაშინ ჰქონდა (უფრო სწორად, პოლიტიკა არ ჰქონდა), როდესაც იგი რომელიმე ძლიერი იმპერიის მიერ იყო დაპყრობილი ან მისი ქვეშევრდომი იყო. გონიერი ადამიანი ყველა მხარეს იყურება -- საფრთხეც და სიკეთეც ყველა მხრიდან არის მოსალოდნელი. 

http://batumelebi.netgazeti.ge/news/52644/#sthash.gKOkNCv4.BkppNZzX.dpbs