Pravda to Pravda

ბრიტანელი პუბლიცისტი ჩენ აკია ამერიკის შეერთებულ შტატებს საბჭოთა სცენარის მსგავს კრახს უწინასწარმეტყველებს
ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავთან მიახლოებისას აშშ-ის დღევანდელი დაღმასვლა სარკისებურად ასახავს საბჭოთა კავშირის დაცემას გასულ საუკუნეში.

ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ფინანსური მასმედიის ფურცლებსა და ეკრანებზე, უნებლიედ გვაფიქრებინებს ანალოგიაზე “პრავდის” ეკონომიკასთან, რომლის აშენებასაც ცდილობდა საბჭოთა კავშირი და რომლის წყალობითაც მან კრახი განიცადა. ქვემოთ მოცემული შედარება იმ სიტუაციებს შორის – რაც იყო და რაც არის, არასრულია, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ შეშფოთდეს ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინვესტორები მათ რიცხვში არ შედიან).

იყო (საბჭოთა კავშირის დროს):
1) სსრკ აკონტროლებდა ვასალი სახელმწიფოების დიდ რაოდენობას, რისთვისაც იყენებდა სამხედრო ბაზებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც თანდათანობით სუსტდებოდნენ;
2) არმია მძიმედ ჩაეფლო სამხედრო მოქმედებებში ავღანეთში “სამართლიანი განმანთავისუფლებელი ომის” დაწყებიდან 10 წლის შემდეგ;
3) სახელმწიფოს საკუთრება იყო მანქანათმშენებელი კომპანიები, რომლებიც იმდენად დაბალი ხარისხის პროდუქციას უშვებდა, რომ მისი ყიდვა არავის არ სურდა;
4) ადგილი ჰქონდა სერიოზულ რეცესიას, რომელიც დაკავშირებული იყო ღარიბი განვითარებადი ქვეყნების მხრიდან საბჭოთა პროდუქციაზე მოთხოვნის დაცემასთან და ნავთობის ფასის შემცირებასთან;
5) საბჭოთა პრეზიდენტის, რეფორმატორ გორბაჩოვის მოქმედება, მიუთითებდა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ისტორიაში საკუთარი ადგილი დამკვიდრებაზე ფიქრობდა;
6) ქვეყანაში გრძელი რიგები იდგა პურისა და წყლისათვის;
7) ბერლინის კედლის დანგრევამ ფატალური როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის პრესტიჟის დაცემაში მის მოკავშირეებსა და სატელიტებს შორის;
8) საკვების არაჯეროვანმა განაწილებამ და მისმა დაბალმა ხარისხმა გამოიწვია კვების პროდუქტების გაფლანგვა;
9) მანეთი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც გამოაშკარავდა გრანდიოზული სიცრუე დოლართან მისი ფსევდოპარიტეტის შესახებ.
ახლა არის:
1) შეიძლება ვისაუბროთ საშიშ დაცემაზე ამერიკის მოკავშირეებისა – თურქეთის, ეგვიპტის, უპირველეს ყოვლისა – პაკისტანის, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო მძიმეა;
2) ამერიკელი სამხედროები ჩაეფლნენ ავღანეთში, სადაც, რვაწლიანი ბრძოლების მიუხედავად, მათ ისეთ მარტივ შედეგებსაც კი ვერ მიაღწიეს, როგორიცაა ბინ ლადენისა და მოლა ომარის დაჭერა (ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ისინი ერაყშიც გაიჭედნენ.  ჩაფლავებული სამხედრო კამპანიები ორ ისლამურ სახელმწიფოში –უკვე მეტისმეტია);
3) ამერიკის მთავრობა ჯენერალ მოტორსის ამაყი მესაკუთრეა, კომპანიისა, რომელმაც იცის როგორ გააკეთოს ავტომობილები, მითუმეტეს ისეთი ავტომობილები, რომლებსაც მოგება მოაქვთ; ასევე სიტი-ბანკის, რომელმაც კარგად იცის როგორ გასცეს კრედიტები, მითუმეტეს მომგებიანი კრედიტები; და “ფანი მეის” … ვგონებ საკმარისად ითქვა;
4) აშშ-ის ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უახლოეს პერიოდში პერმანენტულად ასეთ მდგომარეობაში იქნება;
5) ყველგან უდიდესი რიგები დგას უმუშევრობის დახმარების, კვების ტალონების და სხვა შემწეობების მისაღებად.  ექიმების მიერ ანტიდეპრესანტების, ანუ, ფაქტობრივად მსუბუქი ნარკოტიკების გამოწერა, ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;
6) პრეზიდნეტი ბარაკ ობამა ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც მრავალ სასიამოვნო რამეს აკეთებს – ეკონომიკაში სახელმწიფოს შეუზღუდავი ჩარევით დაწყებული, ისრაელის არაბი ქვეყნებისათვის საჯიჯგნად მიგდებით დამთავრებეული, რათა ისტორიაში აშშ-ის გადამრჩენის სახელი დაიმკვიდროს;
7) იმის გამო, რომ ამერიკელები მოხიბლულნი არიან ჰამბურგერებითა და სხვა “ფასტფუდით”, რომლებშიც ბევრი კალორიაა, მაგრამ ღარიბია სასარგებლო ნივთიერებებით, პროდუქტების მოხმარება აშშ-ში უფრო დიდია, ვიდრე მათი წარმოება, მრავალ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით.
8) დოლარის მსყიდველობითი უნარი თითქმის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა, რაც ქმნის საფრთხეს მოხმარების ეკონომიკის ფსევდორეალობის რღვევისა.

 ფსევდორეალობის შექმნა: მნიშვნელოვანისა და აუცილებელის იგნორირება

ობიექტური რეალობის იგნორირება საზოგადოებით მანიპულირების პროცესის მთავარი საშუალებაა.  სსრკ-ში ამას აღწევდნენ სახელმწიფო პროპაგანდის მეშვეობით ტვინების გამორეცხვით და არასასიამოვნო მოვლენათა იგნორირებით.  აშშ-ის შემთხვევაში სხვა პრაქტიკაა, კერძოდ, შერჩევითი ინტერპრეტაცია სხვადასხვა მოვლნებისა, რათა მოვლენა უფრო უკეთესი მხრიდან აჩვენონ, ვიდრე იგი სინამდვილეში არის.

აი, მაგალითად, ასეთ ტაქტიკას იყენებენ ავღანეთში.  საბჭოთა კავშირი საკუთარ მოქალაქეებს უმალავდა, რომ ოკუპაცია ცუდად მიიწევდა წინ და არ აქვეყნებდა ინფორმაციას დანაკარგების შესახებ.  საბჭოთა მოქალაქეებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რაოდენ მძიმე იყო მდგომარეობა, იმ მომენტამდეც კი, როდესაც ამერიკელების მიერ სპონსორირებულმა მოჯაჰედებმა საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან გააძევეს.

რაც შეეხება დასავლეთის მასმედიას, იგი მხოლოდ 1996 წელს პრეზიდენტ ნაჯიბულას საჯარო ჩამოხრჩობის შემდეგ მიხვდა თუ რა მხეცი აუშვეს მათ ჯაჭვიდან მოჯაჰედების სახით.  ამ დრომდე ისინი ხოტბას ასხამდნენ სტინგერებით “მშვიდობისათვის მებრძოლებს”.  ეს როგორ დამთავრა, ჩვენ კარგად ვიცით.

დღეისათვის, ავღანეთის მოვლენების წყალობით ნატოს ავტორიტეტის ნელი მაგრამ შეუქცევადი ეროზია სრულად არა აქვთ გააზრებული არც ამერიკის ტელევიზიებს და არც გაზეთებს.  კერძოდ, ბრიტანეთის კონტიგენტში დანაკარგების სწრაფმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ავღანეთიდან მათი ჯარების გაყვანა (ესპანელების მსგავსად, რომლებმაც მადრიდის სადგურზე 2004 წლის ტერაქტის შემდეგ დატოვეს იგი).  როდის გავლენ ავღანეთიდან ამერიკელები, მე არ ვიცი. თუმცა ეს გარდაუვალია, ხოლო ობამას მიერ რამდენიმე ათასი დამატებითი სამხედრო მოსამსახურის შეყვანა იგივეა, რაც კალიფორნიის ტყეებში ხანძრის ჩაქრობის მცდელობა ერთი ბოთლი წყლით.

ამერიკელთა უმრავლესობამ ახლა საკმაოდ კარგად იცის ავღანეთში არსებული მდგომარეობის შესახებ.  თუმცა აშშ-ის მასმედია არც კი ცდილობს სერიოზული დისკუსიის დაწყებას ამ თემაზე, ალბათ, იმის შიშის გამო, თუ სადამდე მიიყვანს მათ ეს დისკუსია.  არ მინდა გავიმეორო გაცვეთილი აზრი იმის შესახებ, რომ ავღანეთი შეიძლება გახდეს ობამას ვიეტნამი, მინდა უბრალოდ აღვნიშნო, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებული სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები დღევანდელ სიტუაციაში ამერიკელი ხალხის აზრის გათვალისწინების გარეშე იქნება მიღებული.

ფიქრობენ კი აშშ-ში, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება 20 წელი გაჩერება? ელოდებიან ამერიკელები ამ ქვეყანაში ოპიუმის წარმოების გაზრდას თუ შემცირებას? არის კი შესაძლებელი ეთნიკური გაყოფა ავღანეთში ერთიანი სახელმწიფოს ეფემერული არსებობის ფონზე (მაშინ მოვლენები შესაძლოა ერაყის სცენარით განვითარდეს, იმ ცვლილებით, რომ არ შეიზღუდება არც სისხლისღვრა და არც იარაღის გამოყენება)? რა ვუყოთ ტერორისტებსა და თალიბებს: მოვათვინიეროთ ისინი განათლებისა და მოდერნიზაციის მეშვეობით, როგორც ამას ნატო ფიქრობს თუ დაბომბვების მეშვეობით, რაც ახლა ხდება?
მაგრამ მთავარი არის რა შეიძლება მიჩნეული იქნეს აშშ-ის და ნატოს გამარჯვებად ავღანეთში?  სსრკ იქ ძირითადად იმიტომ დამარცხდა, რომ არ დასმულა საკითხი ავღანეთში ამ ქვეყნის ჯარების ყოფნის მიზნის შესახებ.  თვით ოკუპაცია იყო მიზანიც და საშუალებაც.

 თქვვენ შეიძლება იკითხოთ, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს უფრო ფართო პრობლემებთან, რომლებიც სტატიის დასაწყისში იყო წამოჭრილი.  ჩემი აზრით, ავღანეთის პრობლემის დარეგულირების შესაძლო ვარიანთი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სხვა სფეროების მიდგომებისთვისაც,  ზომბი-კომპანიების კეინსიანსკის გარდაქმნებით დაწყებული, სამედიცინო მომსახურეობის რეფომით დამთავრებული.

ნარკოტიკები და რეალობა

სსრკ-ის არსებობის ბოლო პერიოდში გავრცელებული იყო შესანისნავი გამონათქვამი: “მათ (კომუნისტურ ხელისუფლებას) უკავიათ პოზა, რომ გვიხდიან.  ჩვენ კი გვიკავია პოზა, რომ ვმუშაობთ”. ასეთი შრომითი ეთიკსი შედეგი გახლდათ ის, რომ რუსებს (და საბჭოა კავშირის სხვა ხალხებსაც) არ სჯეროდათ ცხოვრების დონის ძირეული ცვლილების და იქცეოდნენ ნიჰილიზმის შესაბამისად.

აი ამ ცხოვრებისეულმა პოზიციამ გაავლო წყალგამყოფი წარუმატებელ საბჭოთა კავშირსა და შედარებით წარმატებულ სამყაროს შორის: ნაცვლად იმისა, რომ ჭკუა ესწავლათ და უვარგისი ავტომობილი “ლადა” მაღალი დონის მანქანად ექციათ, საბჭოთა ხალხი რიგში იდგა გამხმარი პურისა და გაყინული ხორცისთვის და დეფექტიანი “ლადათი” კმაყოფილდებოდა.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსები არაყს დაუმეგობრდნენ.  რუსული საზოგადოება რიგებს მიიჩნევდა როგორც სისტემის უსამართლობას ინდივიდის მიმართ (რადგან ზოგი ადამიანი პოულობდა ძალას დაეძლია ან მოეტყუებინა სისტემა), მაგრამ არ აღიარებდა იმას, რომ საჭირო იყო მთელი ეკონომიკური სისტემის კოლექტიური შეცვლა.

განვითარებული ქვეყნების დიდი პრობლემა დღეს ის არის, რომ არ იციან სისტემური და ციკლური კრიზისის ერთამნეთისაგან გარჩევა.  ამერიკელებსა და ევროპელებს ძირითად ფაქტორად მიაჩნიათ უძრავ ქონებაზე ფასების დაცემა, და არა წინა წლებში გაუმართლებელი ზრდის აუცილებელი კორექცია.

დღეს აშშ-ში მრავალი გონიერი ადამიანი იტანჯება კოგნიტიური დისონანსისაგან – ისინი ხომ ერთ დღეში არა მხოლოდ გაკოტრდნენ, არამედ უმუშევრებიც დარჩნენ.  ისინი ცდილობენ თავიანთი პრობლემები მიუსადაგონ ხამამაღალ განცხადბებს იმის შესახებ, რომ “ეკონომიკამ კვლავ დაიწყო ზრდა”.  როგორც ჩანს ეს მტკიცება ანტროპოლიგიური ინტერესს წარმოადგნეს და არა გლობალურ ტენდენციას. ძალზე საინტერესოა, რომ კრიზისი დაემთხვა მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების ზრდას, კერძოდ, ანტიდეპრესანტების ფართო მოხმარებას.  სადღაც უკვე გაჟღერდა მტკიცება იმის შესახებ, რომ ანტიდეპრესანტებს შეუძლიათ სოციალური პრობლემების “შეკავება” (ისევე როგორც არაყი აკავებდა რუსული ძალადობის გამოვლენას).

ისტორია შესაძლოა არც განმეორდეს.  მაგრამ თუკი ეს მაინც მოხდა, მაშინ შედეგები დიდად არ იქნება განსხვავებული საბჭოთა კავშირის დაცემის შედეგებისაგან. გაიზრდება ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც არ ენდომებათ იცოდნენ სიამრთლე, ხოლო ბედნიერების ქვაკუთხედი გახდება  ობსკურანტიზმი.  ჭამე შვილო ჰამბურგერი, დალიე ლუდი და გადაყლაპე რამდენიმე ფსიქოტროპული აბი.  შემდეგ ჩართე ტელევიზორი და უსმინე ლამაზ დეიდა-დიქტორებს რა მვენივრად უმჯობესდება მდგომარეობა და რა კარგად მიდის საქმეები.

ჩენ აკია, ბრიტანელი პუბლიცისტი
გადმობეჭდილია პორტალიდან    http://geopolitica.ru/Articles/770/