რაბინის ოშუიუ

ავიგდორ ესკინი

თერთმეტი წლის წინათ გაზეთში “ჰაარეცი” გამოქვეყნდა დეტალური ინტერვიუ ქნესეთის მაშინდელ და დღევანდელ დეპუტატთან “ავოდის” პარტიიდან, იული ტამირთან.  იმ დროს ქვეყნის სათავეში მყოფი ნათანიაჰუ მოლაპარაკებაზე წავიდა არაფატთან, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამას წინ უძღოდა მძაფრი განცხადებები, რომ ასეთი რამ არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ მოხდებოდა… ტამირმა მაშინ გამარჯვებულის ღიმილით სახეზე თქვა: “ნათანიაჰუმ მარცხნივ გადახარა  “შალომ ახშავი”. მასთან მოსაუბრე ჟურნალისტმა გაკვირვება ვერ დამალა. 

როგორ შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალისტური რიტორიკის მქონე ნათანიაჰუმ მარცხნივ წაიყვანა დამამარცხებელი მოძრაობა, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაწილეობით შეიქმნა და რომელმაც დახმარება არაბეთის ქვეყნებისაგან მიიღო? ტამირმა განმარტა: “1981 წელს “შალომ ახშავმა” გამოაცხადა, რომ თავისი რიგებიდან გარიცხა ორი აქტივისტი, რადგან ისინი შეხვდნენ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენელს სირტაუის.  ესენი იყვნენ დეპუტატი მერეციდან დედი ცუკერი და მე.  მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა.  მე ერთგული დავრჩი ჩემი შეხედულებების, რისთვისაც მე გამომაგდეს მშვიდობის მოძრაობიდან.  ხოლო ნათანიაჰუმ გრძელი გზა განვლო.  დღეს იგი მზადაა იმისთვის, რისთვისაც მაშინ მე და დედი გამოგვაგდეს”.
იმავე გაზეთ “ჰაარეცის” პარასკევის ინგლისურ ვერსიაში გამოქვეყნდა პოპულარული ლიბერალური პუბლიცისტის არი შავითას კომენტარი სათაურით “ნათანიაჰუ რაბინის მარცხნივ აღმოჩნდა” – ხოლო მეტი კეთილხმოვანებისთვის – “რაბინის ოშუიუ”.  ეს ჭეშმარიტად რუსული სიტყვა მიუთითებს არა მხოლოდ საგნის მარცხენა მხარეს მდებარეობაზე, არამედ ასევე მის თვისობრივ მდგომარეობაზე.  “Шуйство – кривда, неправда, обида, ложь”. შავიტი აქებს პრემიერ მინისტრს ორი “ისტორიული” ნაბიჯის გამო: სახელმწიფოს ქონაზე “პალესტინელთა” უფლების აღიარებისთვის და დასახლებათა გაყინვისთვის.  პუბლიცისტი შეგვახსენებს, რომ იცხაკ რაბინი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა პალენსტინელებთან შერიგების იდეას, თავის ზრახვებში ასე შორს არ წასულა.  და ეს მართალიცაა.
ლიკუდის პარტია ხელისუფლებაში პირველად 1977 წელს მოვიდა.  ბოლო 32 წლის განმავლობაში უმრავლეს შემთხვევაში იგი ხელისუფლებაში იყო.  აი მისი ნაღვაწი: სრული უკანდახევა სინაის ნახევარკუნძულიდან და ქალაქ იამიტისა და ყველა დასახლების დანგრევა; იუდეის, სამარიისა და ღაზას არაბ მკვიდრთა ავტონომიაზე უფლების აღიარევა; ღაზას სექტორიდან ჯარის გამოყვანა და იქ ებრაულ დასახლბათა სრული ლიკვიდაცია; იუდეასა და სამარიაში მშენებლობების აკრძალვა.
ჩვენ დღემდე გვყავს ფეიგლინები, ასევე სხვადასხვა ჯურის ბრმები და მეხსიერებადაკარგულები, რომლებიც ლიკუდში შესვლასა და ლიკუდისათვის დახმარების გაწევისაკენ მოუწოდებენ.  თქვენ გეცინებათ? ბებიაჩემი სარა ასეთ შემთხვევაში ამბობდა: “ჩემი სულელი რომ არ იყოს, მეც გავიცინებდი”.�
ნათანიაჰუმ ქედი მოიხარა ამერიკული კერპის წინაშე და ობამას ზვარაკად მიართვა ისრაელის მრავალსაუკუნოვანი სიწმინდეები. ჩვენ ან ამ მიწაზე უნდა ვიცხოვროთ არა “უსაფრთხოების” მიზნით, ან იუდოფობიისაგან თავშესაფრის ძებნის მიზნით.  და არა ევროპაში დაღუპვის შედეგად.  ისტორიის შემოქმედმა უბრძანა აბრაამს, ისააკს, იაკობსა და მათ შთამომავლებს სწორედ ამ მიწაზე ეცხოვრათ.  ეს ვალდებულებაა და არა პრივილეგია.  ეს იდეა უკვე სამი ათას წელზე მეტია რაც კაცობრიობის ცივილიზაციის საფუძველში დევს.  ბიბლიაში არსად არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ამერიკელებმა აუცილებლად აშშ-ში უნდა იცხოვრონ, ხოლო ფრანგებმა – საფრანგეთში.  ხოლო წიგნთა შორის უზენაესი წიგნის ყველა თავს წითელ ხაზად გასდევს სიტყვა, რომ ებრაელებმა უნდა იცხოვრონ იერუსალიმში, ხევრონში და შხემში, ასევე თელ-ავივსა და ხაიფაში.
ჩვენს პრემიერ მინისტრს ამის შემდეგ ალბათ გაუჭირდება.  მისი რევერანსი ბარაკ ჰუსეინ ობამას წინაშე ნამდვილად არ იწვევს არანაირ ენთუზიაზმს ტენერალური შტაბის უფროსში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ მოსადისა და შაბაქის ხელმძღვანელებზე.  ისრაელში ტრადიციონალიზმის განმტკიცება იმდენად თვალნათელია, რომ დაბალ კლასებში მოსწავლეთა უმრავლესობა რელიგიურ სკოლებში სწავლობს.  ხოლო იქ, ლიბერალიზმისა და გლობალიზაციის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე თვით თეირანში.
რატომ მიდის საკუთარ ხალხთან კონფლიქტზე ჩვენი პრემიერი? რატომ ხელყოფს მარადიულ ღირებულებებს? როგორც ჩანს, უფლისადმი და მისი ყოვლისმპრობელობისადმი ღრმა რწმენის გარეშე დღეს ადამიანი რეალისტი ან პრაგმატისტიც ვერ იქნება.  მას ლიბერალობისაკენ მიწისგამყიდველობა და სულისგამყიდველობა უბიძგებს.